მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა იყოს ორინტირებული
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა იყოს ორინტირებული.ბიოეთიკოსი ლელა მამულაშვილი პირველად რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა იყოს ორინტირებული

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა იყოს ორინტირებული. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოეთიკოსი ლელა მამულაშვილი ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება.

მისი აზრით, ყველა ადამიანის მომსახურება რომ შეძლოს და თან განსაკუთრებული შეღავათებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, არარეალური ამოცანაა. ეს წარმოუდგენელია განსაკუთრებით ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის არარსებობის შემთხვევაში ვერასდროს გაიკეთებდა ძვირადღირებულ ოპერაციებს, შეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ როდემდე გაუძლებს ჩვენი ბიუჯეტი ამას, არ ვიცი“, – ამბობს მამულაშვილი.

“პროგრამის ფარგლებში სამედიცინო კლინიკებმა ავტომატურად გაზარდეს ფასები მანიპულაციებზე და გააძვირეს სპეციალისტებთან ვიზიტის გადასახადი. ბიუჯეტი გადაიხარჯა, რის გამოც ავადმყოფებს უწევთ მოცდა. ამასთან ერთად, იმდენად ბევრია პროფილაქტიკური კვლევების მსურველების რიცხვი, რომ ექიმები ვეღარ აუდიან რიგებს. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაზღვევას.

რეცეპტის გამოწერა რომ გინდოდეს, შეიძლება ოჯახის ექიმთან 1 კვირა ადგილი არ იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას იღებ ადამიანების წინაშე, რომელთა სრული რაოდენობის მომსახურებაც არ შეგიძლია. ეს რეფორმა ნაწილობრივ წარმატებულია, თუმცა ხარვეზების აღმოფხვრაზეც უნდა იზრუნოს სამინისტრომ“, – აცხადებს მამულაშვილი.

„უფრო მიზანმიმართულად რომ დაიხარჯოს ბიუჯეტი, გრადაცია უნდა მოხდეს. ადამიანები, რომლებიც მაღალშემოსავლიანები არიან, არ უნდა იფინანსებდნენ ძვირადღირებულ ოპერაციებს სახელმწიფოს ხარჯზე . უნდა იყოს მეტი ორიენტირება ხელმოკლე ადამიანებზე. ასეთ შემთხვევაში, ხარჯები შემცირდება, ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერებაც შეუწყობს ხელს, რადგან გაცილებით ნაკლებ ადამიანს მოუწევს ჰოსპიტალური და მაღალტექნოლოგიური ჩარევა.

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანეს საკითხად მიმაჩნია ექიმების ხელფასებიც. ექიმი, რომელიც თვეში 100 ლარის ფასად მუშაობს და დღეში 30 პაციენტის მიღება უწევს, ვერ იქნება იმდენად გულისხმიერი და ვერ დაუთმობს სათანადო დროს ყველა პაციენტის პრობლოემის მოსმენას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ან დავით სერგეენკო არაკეთილსინდისიერად მუშაობენ. პირიქით, მათ ბევრი წარმატებული მცდელობა გვაჩვენეს და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებაზე იქნება ორიენტირებული ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა,“– განაცხადა ბელა მამულაშვილმა.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მინისტრმა სერგეენკომ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმაში კონსულტაციებს, საერთასორისო საკონსულტაციო კომპანია გლობალ ალიანსი გაუწევს.

info9.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …