მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა აუცილებელია
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა აუცილებელია

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა აუცილებელია

ირაკლი თედორაძე: ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა აუცილებელია და ამ რეფორმას სჭირდება გარკვეული დრო და დაკვირვება.ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაზე საუბრობს სამართლებრივი ცენტრის კონსულტანტი ირაკლი თედორაძე.

თედორაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა დაგვიანებულიც კია, რამდენადაც მოსახლეობას კუთვნილი სერვისების მისაღებად საკმაოდ დიდი ხანი უწევდათ რიგებში დგომა.

„არასდროს არ არის გვიან დაიწყო რაღაცის შეცვლა. რა თქმა უნდა, დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო ჯანდაცვის რეფორმა, მათ შორის პირველად რგოლში. ძალიან ბევრი მოქალაქეა საქართველოში, ვისაც სჭირდება დახმარება და არ აქვთ საშუალება, რომ გასწიონ ხარჯები მკურნალობისთვის. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა დაგვიანებულიც კი არის, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

მთავარია იმპლემენტაციაში როგორ გავა და როგორი იქნება მისი ქმედითობა.დღემდე ჯანდაცვაში გადადგმული ნაბიჯები, წარმატებულია, თუმცა პრობლემაც ბევრი იყო ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, არ იყო დაჯგუფებული დახმარებებისა და დაფინანსებების გაწევა, ხალხს ძალიან დიდ ხანს უწევდა რიგში დგომა, რომ დაფინანსება მიეღო.

ვიმედოვნებ, რომ გადადგმული იქნება ისეთი ნაბიჯები, რომელიც აღმოფხვრის ასეთ ხარვეზებს და სერვისებს ხარისხიანს გახდის, როგორც სამედიცინო, ისე ტექნიკური თვალსაზრისთ“,–აღნიშნა თედორაძემ და განმარტა, რომ დრო და დაკვირვება სჭირდება რათა გავიგოთ, თუ როგორ იმოქმედებს მსგავსი ტიპის რეფორმა.

„მე ვიმედოვნებ რომ გაამართლებს ეს წამოწყება. ამ რეფორმის ამოქმედებიდან პირველი ექვსი თვე მაინც იქნება დაკვირვების, რათა დადგინდეს თუ რა შეიძლება უფრო დაიხვეწოს და რა შეიძლება შეიცვალოს,“ – ამბობს ირაკლი თედორაძე.

Info9.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …