ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, საქმიანობას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ტიკარაძემ ისაუბრა მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე.
მისი თქმით, მისთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო დიდი პასუხისმგებლობა. ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს.