მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვაში ჩადებული ფული სახელმწიფოსთვის ყოველთვის ეფექტიანი და მომგებიანია
ჯანდაცვაში ჩადებული ფული ყოველთვის ეფექტიანი და მომგებიანია სახელმწიფოსთვის. სტაციონარული პაციენტების შემცირება საგრძნობლად შეამცირებს დანახარჯებს.

ჯანდაცვაში ჩადებული ფული სახელმწიფოსთვის ყოველთვის ეფექტიანი და მომგებიანია

თბილისი (BPI) – ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა დადებითად შეაფასა სამკურნალო – დიაგნოსტიკური ცენტრი “ნანა”–ს მეან–გინეკოლოგრმა მიხეილ გრიგალაშვილმა. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ერის სიჯანსაღიდან გამომდინარეობს როგორც ეკონომიკური ზრდა, ასევე ზოგადად ქვეყნის წარმატება.

“ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა დადებითი და სიკეთის მომტანი პროგრამაა მოსახლეობისთვის. ბევრ ადამიანს მიეცა საშუალება მიხედოს ჯანმრთელობას და მიაკითხოს ექიმს. მოგეხსენებათ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველთვის უკანა პლანზე წევს საკუთარ ჯანრთელობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უსახსრობის პრობლემა აქვს.

პირველადი რგოლის რეფორმა, მისი გაძლიერება, დამატებითი კომფორტის მომტანი იქნება მოსახლეობისთვის. ასევე, ნაკლები იქნება სტაციონარში მოხვედრის რისკი. მოგეხსენებათ, სტაციონარში მკურნალობა გაცილებით ძვირი უჯდება სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე, პაციენტისთვის გაწეული ხარჯების მოცულობაცსაგრძნობლად შემცირდება“ – მიაჩნია გრიგალაშვილს.

გრიგალაშვილმა ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებაც, მისი აზრით, დიდ სტიმულს შესძენს ექიმებს.

“რაც შეეხება იმას, თუ დამატებით რაზე შეიძლება გაამახვილოს ყურადღება  ჯანდაცვის სამინისტრომ, ეს არის პირველად რგოლში დასაქმებული მედიკოსების დაფინანსების საკითხი. მოგეხსენებათ, ექიმების ხელფასი არ არის სახარბიელო. მათ სჭირდებათ გარკვეული სტიმული იმისთვის, რომ უფრო ხარისხიანად შეასრულონ საკუთარი მოვალეობები.

ასევე ყურადღება უნდა მიექცეს სამკურნალო დაწესებულებების, განსაკუთრებით რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ობიექტების აღჭურვილობის დონეს. ჯანდაცვაში ჩადებული ფული ყოველთვის ეფექტიანი და მომგებიანია სახელმწიფოსთვის. სტაციონარული პაციენტების შემცირება საგრძნობლად შეამცირებს დანახარჯებს”,–აცახდებს გრიგალაშვილი.

bpi.ge

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …