საიტი jandacva.ge გილოცავთ ახალ, 2023 წელს!
იმედი გვაქვს, 2023-ში ჯანდაცვის კიდევ უფრო მეტი სერვისი გახდება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის როგორც გეოგრაფიული, ისე ფინანსური კუთხით. ამ სფეროში არსებულ მოლოდინებს შორის ყველაზე მთავარია მედიკამენტების ფასების კიდევ უფრო შემცირება, საყოველთაო ჯანდაცვის ახალი სისტემის, “დიარჯის” სრულყოფილი დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება.
ჩვენი საიტი კვლავ გააგრძელებს მკითხველების ინფორმირებას საქართველოსა და მსოფლიოს ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე სიახლეებისა და რეფორმების შესახებ, პაციენტების უფლებების და სხვადასხვა სამედიცინო სიახლის თაობაზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას!