მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » იყო პერიოდი როდესაც პაციენტთა 80% ვერ ახერხებდა ექიმთან მისვლას
როცა პირველად რგოლშივე გადაწყდება პაციენტთა პრობლემები და სულ უფრო ნაკლებ ადამიანს დასჭირდება მეორეული და მესამე დონის ჩარევა, სახელმწიფო სახსრები დაიზოგება

იყო პერიოდი როდესაც პაციენტთა 80% ვერ ახერხებდა ექიმთან მისვლას

პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და მის წინა პერიოდს აფასებს კლინიკა „იუნონას“ ოჯახის ექიმი ქეთევან ღვინიაშვილი. ექიმის მოსაზრებით რეფორმის ფარგლებში აუცილებელიია მოხდეს მედიკამენტების კიდევ უფრო ფართო სპექტრის დაფინანსება, ვინაიდან სწორედ ეს პრობლემა დგას დღეს ყველაზე მწვავედ ბენეფიციარებში.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა ძალიან მისასალმებელია. მე დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში და მახსოვს ის დრო, როდესაც პაციენტები საერთოდ ვერ ახეხრებდნენ მოსვლას კლინიკაში უსახსრობის გამო. 60 წლის ზემოთ იყო ხოლმე გარკვეული პროგრამები, მაგრამ 15–დან 60 წლამდე ადამიანები საერთოდ ვერ აქცევდნენ ყურადღებას თავიანთ ჯამრთელობას. რა თქმა უნდა, იყო იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ ეს ძალიან მცირე რაოდენობით. პროცენტულად რომ ავსახოთ, დაახლოებით 80% ვერ მიდიოდა კლინიკაში.

დღეს–დღეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევები, მიიღოს ექიმის კონსულტაცია და ასე შემდეგ. ის 30 ლარი, რომელსაც იხდის პაციენტი, რეალურ ფასთან შედარებით არის მიზერული თანხა. მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი მოქმედი პროგრამის მიმართ და ვთვლი, რომ პაციენტებიც ძალიან კმაყოფილნი არიან. მთავარი არის ის, რომ პაციენტი არ რჩება უმეთვალყურეოდ, გამოკვლევების გარეშე. მათ უკეთდებათ ყველაფერი, რაც აუცილებელია“, – აღნიშნავს ღვინიაშვილი.

„პირველად რგოლში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ წამლები თუ უფრო მეტად დაფინანსდება უკეთესი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს სახელმწიფო და მერია უფინანსებთ გარკეულ მედიკამენტებს, ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი. ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომელსაც არ შეუძლიათ წამლის საკუთარი სახსრებით შეძენა“, – მიაჩნია მედიკოსს.

ღვინიაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მაღალი მომართვიანობის მიუხედავად პროგრამა საკმაოდ გამართულად და ეფექტურად მიმდინარეობს.

„ჩემი როგორც ექიმის გადმოსახედიდან ეს პროგრამა ძალიან კარგად მიმდინარეობს, უმარავი პაციენტი მოდის. თითქმის ყველა სპეციალისტი ჩართულია მათ მომსახურებაში. არანაირი პრობლემა არ ექმნებათ პაციენტებს. მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია. ამ პროგრამიდან გამომდინარე ექიმების ანაზღაურებაც გაიზარდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძნელია რაიმე უარყოფითი მოძებნოს ადამიანმა ამ პროგრამაში.

არის მოსაზრებები, რომ ეს პროგრამა ძვირია და მისი ოპტიმიზებაა საჭირო და რომ ამას ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაც სეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, როცა პირველად რგოლშივე გადაწყდება პაციენტთა პრობლემები და სულ უფრო ნაკლებ ადამიანს დასჭირდება მეორეული და მესამე დონის ჩარევა, ბუნებრივია, სახელმწიფო სახსრები დაიზოგება. ვფიქრობ, ამ კუთხითაც დაგეგმილი რეფორმა მნიშვნელოვანი იქნება“ განაცხადა ღვინიაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყების შესახებ მინისტრმა სერგეენკომ განაცხადა. რეფორმამ შედეგად პირველადი ჯანდაცვის ხარისხის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა, მედიკოსთა ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა და თლიანად სისტემაში ხარჯეფექტურობის მიღწევა უნდა მოიტანოს. რეფორმის მიმდინარეობაში სამინისტროს დახმარებას უწევს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …