მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » იმედი მაქვს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მსგავსად, ეფექტიანი იქნება
იმედი მაქვს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც ისეთივე ეფექტიანი აღმოჩნდება, როგორიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ამ პროგრამის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი.

იმედი მაქვს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მსგავსად, ეფექტიანი იქნება

ოჯახის ექიმების კვალიფიკაციაზე საუბრობს კლინიკა „მედინას“ ნეონატოლოგი ექიმი ქეთევან შერვაშიძე და აღნიშნავს, რომ ოჯახის ექიმების შერჩევა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს და თითოეულმა ექიმმა გადამზადების სრული და საფუძვლიანი კურსი უნდა გაიაროს.

„ოჯახის ექიმის ინსტიტუტი არის ცალსახად მნიშვნელოვანი, როგორც რიგითი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ისე მთელი ჯანდაცვის სისტემისთვის. ამიტომ რასაკვირველია მე ვეთანხმები ამ ინსტიტუტის წინა პლანზე წამოწევას, თუმცა აქ გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები,

მაგალითად როდესაც საქმე ეხება ბავშვის ჯანმრთელობას და პედიატრიას, ექიმს მეტი გამოცდილება და მეტი მომზადება სჭირდება. პირდაპირ ვთქვათ, დღეს პედიატრიული სამსახური მოიკოჭლებს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ეს არ არის გამოუვალი მდგომარეობა, მსგავსი სიტუაციის გამოსწორება ადვილად შეიძლება. იგივე თერაპევტები თუ სხვა დარგის ექიმები 6 თვიან სწალებას გადიან პედიატრიაში და ამით გვარდება საკითხი“, – მიაჩნია მედიკოსს.

„რასაკვირველია, ეს საკმარისი არ არის რომ ექიმი სრულყოფილად მოამზადო პატარა ბავშვთან სამუშაოდ, ერთია როდესაც ზრდასრულ ადამიანზე გიწევს ზრუნვ და მეორეა როდესაც პატარა 3–4 კილოიანი ბავშვის ჯანმრთელობაზეა საუბარი. მე ვთვლი, რომ აუცილებელია ექიმების კვალიფიციური გადამზადება, მათი სრულყოფილად დატრეინინგება. ეს უნდა მოხდეს სისტემურად.

როდესაც ექიმს ვამზადებთ ოჯახის ექიმად მას უნდა უტარდებოდეს აქტიური სწავლება და როგორც უკვე აღვნიშნე აუცილებლად აქცენტი უნდა გაკეთდეს პედიატრიაზე, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახის ექიმის ამ მიმართულებით მომზადებას, რათა მან კვალიფიციურად შეძლოს პატარა ბავშვის მკურნალობაც

იმედი მაქვს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც ისეთივე ეფექტიანი აღმოჩნდება, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ამ პროგრამის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, ვინაიდან მისი წყალობით მოხდა ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციებისთვის ვალების აღება უწევდათ სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციებსა თუ მეგობრებში. დღეს მსგავსი სიტუაცია აღარ გვხვდება და უსახსრობის გამო ადამიანს ავად გახდომის აღარ ეშინია“ – აცხადებს შერვაშიძე.

news.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …