48-ე კვირის (ნოემბრის ბოლო-დეკემბრის დასაწყისი) მონაცემებით, საქართველოში მოცირკულირე რესპირაციულ ინფექციებს შორის გრიპის წილი 39%-ია. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 45-ე კვირაში სეზონური ვირუსების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, უპირატესი კი მათ შორის იყო რესპირატორულ-სინსიტიალური და რინოვურისები, თუმცა შემდეგ მათი წილი შემცირდა და 47-ე-48-ე კვირაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა, რომელზეც, ბოლო მონაცემებით, ვირუსების 39% მოდის. კერძოდ, ესაა „ა“ ტიპის ვირუსები – H3 და H31, რომელთა საწინააღმდეგო შემადგენლობა აქვს საქართველოში არსებულ ოთხკომპონენტიან ვაქცინას. ამ უკანასკნელში ასევე შედის „ბე“ ტიპის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ამიტომ, ჩხაიძის თქმით, გვაქვს სიტუაცია, როდესაც მოცირკულირე ვირუსები ემთხვევა არსებული ვაქცინების შემადგენლობას და, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ვაქცინა წელს განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება, რაც ყოველ წელს არ ხდება.
ჩხაიძე ამბობს, რომ პანდემიამდე გრიპისგან გარდაცვალების შემთხვევები ყოველ სეზონზე 30-დან 50-მდე იყო.
ცნობისთვის: ამ ეტაპზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის უფასოდ გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.