მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „უფროსებს გააგებინეთ, რომ გარკვეულ პერიოდებში სამსახურისთვის არ გცალიათ“ – ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები

„უფროსებს გააგებინეთ, რომ გარკვეულ პერიოდებში სამსახურისთვის არ გცალიათ“ – ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები

გქონდეთ პირადი ცხოვრება და უფროსებს გააგებინეთ, რომ გარკვეულ პერიოდებში სამსახურისთვის არ გცალიათ – ამის შესახებ ნორვეგიაში მცხოვრები მედიკოსი, მარიანა ტოკვი აიანე საუბრობს. მის მოსაზრებებს ფეისბუქ-პლატფორმა „სფიჩი“ აქვეყნებს.

მედიკოსი მუშაობს ნორვეგიულ-ამერიკულ კომპანია Diagnostrix-ში , რომლის მიზანია გააუმჯობესოს გოგონებისა და ქალების ცხოვრება მსოფლიოს მასშტაბით. Diagnostrixი-ს მთავარი მიზანია ენდომეტრიოზის ადრეული დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობის შექმნა.

„ადამიანური რესურსი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერ ბიზნესში. საქართველოში ხშირად გამიგონია გამოთქმა “შეუცვლელი კადრი არ არსებობს”. არსებობს, თუ თქვენ ადვილად შესაცვლელი კადრი აიყვანეთ, ეს თქვენი ბიზნეს მოდელის პრობლემაა. როგორც ხელმძღვანელი, თქვენ მაშინ ხართ წარმატებული პროფესიონალი, როდესაც ყველა თქვენს მიერ დასაქმებულს ისე აგრძნობინებთ თავს, როგორც შეუცვლელს. ხოლო დასაქმებულებს, რომელთა უფლებებს და მდგომარეობას არ უფრთხილდებიან, ვუსურვებ არ დანებებას, უკეთესის ძიებას და პოვნას. ხშირ შემთხვევაში არ დანებებაა სწორედ ყველაზე დიდი წარმატება. წარმატება პირობითი ცნებაა, მისი მნიშვნელობა ერთი და იგივე ადამიანისთვისაც კი შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. არსებობს ეტაპი, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ მან თითქმის ყველაფერს მიაღწია რაც მიზნად ჰქონდა. ეს საინტერესო მდგომარეობაა. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ხნის წინ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში დადგა ეს ეტაპი. ამას არ ვაცხადებ სიამაყით, არამედ მინდა გაგიზიაროთ ის აღმოჩენა, რომ შეკითხვები, რომელთა პასუხების ძიებაც 12 წლის ასაკში დავიწყე, დღემდე აქტუალურია. გაჩნდა რამდენიმე ახალი შეკითხვაც, ხოლო შეკითხვა, თუ ვინ ვარ მე და რა არის ჩემი რეალური მიზანი – ამ მდგომარეობაშიც უცვლელია. ძიება და სწავლის პროცესი არ სრულდება. თუმცა ამ ეტაპზე უკვე გაცემული გაქვს პასუხი შეკითხვაზე “რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი”. ესეც სხვადასხვა რამაა სხვადასხვა ადამიანისთვის. კარგი იქნება, თუ კი დავუსვამთ თავს ამ შეკითხვას და შემდეგ შევეცდებით დავრწმუნდეთ, რომ ვმონაწილეობთ იმ პროცესებში, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ასე, ჩვენი წილი კეთილსინდისიერი მონაწილეობით და სხვისი მონაწილეობის დაფასებითა და პატივისცემით სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება. კარიერა ერთ-ერთი გზაა ჩვენი წილი სიკეთის გაცემისთვის. მისი გაცემა ყველაზე დაძაბულ ბიზნეს შეხვედრაზეც კი არის შესაძლებელი,“ – წერს ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი ექიმი.

იგი იმ პრობლემასაც ეხება, რომელიც განსაკუთრებით დღეს, საქართველოშია პრობლემური, მათ შორის – არა მხოლოდ სამედიცინო სფეროში.

„ზოგადად ცხოვრებაში მარტივია:“Agree to disagree” *შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ შევთანხმდეთ. ჩვენ ხანდახან გვგონია, რომ იმისთვის რომ შევთანხმდეთ ან წარმატებას მივაღწიოთ, ერთნაირად უნდა ვფიქრობდეთ ან ვიქცეოდეთ. არადა წარმატებული პროექტების საფუძველი არა ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები, არამედ უნიკალური, ერთმანეთისგან განსხვავებული პერსპექტივის და გამოცდილების ადამიანების ერთობაა. ისინი პროექტებს სხვადასხვა რესურსს აწვდიან, სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს. მათ ყოფნით კულტურა და აზროვნება, რომ შეთანხმდნენ იმაში, რომ ერთმანეთს არ დაეთანხმნონ, მაგრამ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც იმ მიზნის მისაღწევად არის რაციონალური, რომლისთვისაც გაერთიანდნენ. ერთი შეხედვით მარტივი რჩევა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, ჩემს თავთან და ეგოსთან სამუშაოდ. საკუთარ თავთან მუშაობა კი ყველაზე დიდი და რთული სამსახურია. კარიერას რომ ვიწყებდე, დღეს საკუთარ თავს ვურჩევდი, საფუძვლიანად შემესწავლა ეკონომიკა და უფრო მეტი სიფრთხილით მოვკიდებოდი პროფესიულ ურთიერთობებს,“ – წერს მედიკოსი.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …