მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » გიგა ჩხაიძე: ოჯახის ექიმების სამედიცინო განათლებას ხელშეწყობა სჭირდება
პირველ რიგში, საჭიროა ოჯახის ექიმების სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, შრომის ნორმალური ანაზღაურების უზრუნველყოფა, ამბულატორიების ტექნიკურად აღჭურვა.

გიგა ჩხაიძე: ოჯახის ექიმების სამედიცინო განათლებას ხელშეწყობა სჭირდება

სოციალური კამპანია „რა გაწუხებთ?“ ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსის“ ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მოსახლეობის გამოკითხვას და მათი პრობლემების გამოვლენას ითვალისწინებს.

გამოკითხვის შუალედური შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემებია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაუმართავი მუშაობა, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების დეფიციტი და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამართლიანი საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი გიგა ჩხაიძე ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში პირველადი რგოლის როლზე საუბრობს:

„პირველადი რგოლის რეფორმა – ეს არის ერთ-ერთი ეფექტიანიდა კომპლექსური ღონისძიება, რის გამოც დღეს ქვეყანაში ჯანდაცვა ყველაზე წარმატებული სფეროა. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახის ექიმის ინსტიტუტს.რაც შეეხება პრევენციულ მედიცინას, ვფიქრობ,  ბევრი სასიკეთო  ტენდენციაა დღეს ქვეყანაში და ამ მიმართულებით, ასე თუ ისე, წინ მივიწევთ“.

გიგა ჩხაიძემ აქცენტი გააკეთა რამდენიმე პრობლემასა და საკითხზე, რომელთა მოგვარებაც საჩქაროა და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის დაგეგმვისას:

„ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას,რა თქმა უნდა, ჯანდაცვის რეფორმა, უნდა ითვალისწინებდეს. პირველ რიგში, საჭიროა ოჯახის ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, შრომის ნორმალური ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასევე, ტექნიკურად სათანადოდ უნდა აღიჭურვოს ამბულატორიები, ხოლო რეგიონებში უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურაც.

ყურადღება უნდა მიექცეს საინფორმაციო სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოხდეს კომპიუტერულ-პროგრამული უზრუნველყოფის ხელშეწყობა“. 

შეგახსენებთ,  რომ გამოკითხვა  „რა გაწუხებთ?“ ინიციატივის ფარგლებში 16 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოიკითხა ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრებში, ხოლო ვებ-გვერდზე  www.1505.ge  გამოკითხვა კვლავ მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …