მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » გასულ წელთან შედარებით, სეზონური ინფექციების შემთხვევები გასამმაგებულია

გასულ წელთან შედარებით, სეზონური ინფექციების შემთხვევები გასამმაგებულია

მიმდინარე წლის 42-ე კვირის (17ოქტომბერი-23 ოქტომბერი) მონაცემებით, საქართველოში 100 ათას მოსახლეზე გრიპისმაგვარი ინფექციების ლაბორატორიულად დადასტურებული 392 შემთხვევა დაფიქსირდა. წინა წლის იგივე პერიოდში კი ეს მონაცემი სამჯერ ნაკლები იყო და 128-ს შეადგენდა.

მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება სეზონური ეპიდსიტუაციის კიდევ ერთ ინდიკატორს – მწვავე რესპირატორული ინფექციების წილს ჰოსპიტალიზაციის საერთო რაოდენობაში, ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენს. წინა წლის იგივე პერიოდში კი 32%-მდე იყო (რაც კოვიდის შემთხვევებს უკავშირდებოდა).

რაც შეეხება მოცირკულირე ვირუსებს, მათ შორისაა A/H1, რინოვირუსები, ბოკავირუსი, რესპირატორული სინსიტიალური ვირუსები, ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, კოვიდ 19 და სხვა.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …