თბილისი (BPI) – ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა დადებითად შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრ ნეო–ესტის მეან–გინეკოლოგმა ნანა კვერნაძემ. ექიმის განცხადებით რეფორმა დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის იდეა მომწონს. ვფიქრობ, ახალი რეფორმის წარმატებისთვის ერთ–ერთი აუცილებელი მომენტი იქნება კადრების გადამზადება, რამდენადაც პოლიკნინიკებსა და ამბულატორიებში კვალიფიციური კადრების სიმცირეა და ეს პრობლემა არსებობს“, – აცხადებს კვერნაძე.
„როგორმე უნდა მოხდეს პოლიკლინიკების შევსება ისეთი კადრებით, რომლებმაც ნადვილად იციან სად არიან, რისთვის არიან და რომლებიც ნამდვილად შესძლებენ ამ მეტად საპასუხისმგებლო მისიის საკუთარ თავზე აღებას. პირველადი რგოლის წინ წამოწევის ერთ–ერთი მთვარაი მიზანიც სწორედ ესაა. პაციენტი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ კვალიფიციური კადრი ემსახურება.
საზოგადოებაში ნდობის ამაღლება გამოიწვევს იმას, რომ პირველად რგოლში მიმართვიანობის დონე გაიზრდება. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ხარისხიც, ცხადია, მოიმატებს“, – მიაჩნია მედიკოსს.
მედიკოსმა რეფორმის შედეგად მოსალოდნელ ხარჯეფექტურობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პირველადი რგოლი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჯანდაცვა გახდეს ხარჯეფექტური.
„რეფორმა თავის მხრივ ემსახურება იმას, რომ სტაციონარებში შემცირდეს პაციენტთა რიცხვი. დღეს–დღეობით სტაციონარში ხშირა არიან ისეთი პაციენტები, რომლებსაც რეალურად არ სჭირდებათ იქ მკურნალობა. მოგეხსენებათ, ეს მომსახურება ძალიან დიდი ხარჯის გაწევის ფასად უჯდება სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, გამართული პირველადი რგოლი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჯანდაცვა გახდეს ხარჯეფექტური“, – აცხადებს კვერნაძე.