მაღალი არტერიული წნევის განვითარების შემთხვევათა 30% ასოცირებულია მარილის ჭარბ მოხმარებასთან – მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„მარილის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. გართულებების პრევენცია შესაძლებელია მარილის ჭარბ მოხმარებაზე უარის თქმით. მაისის გაზომვების თვის (MMM 2021) ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 47.8%, მათ შორის 10%, გაუსინჯავად ამატებს მარილს უკვე გამზადებულ საკვებს, შეამცირე მარილის მოხმარება, აკონტროლე არტერიული წნევა და იცხოვრე დიდხანს!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისათვის, ჰიპერტენზიის გავრცელება ყოველწლიურად მატულობას და იგი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის წამყვანი რისკ-ფაქტორია. ინსულტის შემთხვევების 62% განპირობებულია ჰიპერტენზიით. სხვა გართულებები ასევე შეიძლება მოიცავდეს გულის უკმარისობას, პერიფერიულ ვასკულარულ დაავადებას, თირკმლის დაზიანებას, რეტინულ სისხლჩაქცევას და მხედველობის დაქვეითებას. ჰიპერტენზიითა და მისგან გამოწვეული გართულებებით მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იღუპება; ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულის და თირკმლის უკმარისობის რისკის მნიშვნელოვნად შემცირებას. 2025 წელს, მოსალოდნელია ზრდასრული მოსახლეობის 29.2% -ს შეექმნას ჰიპერტენზიის პრობლემა, რაც 1.56 მლრდ ადამიანს შეადგენს.