მედიცინის განვითარების პარალულერად ფილტვის კიბოს დიაგნოზსა და მკურნალობაზე შეხედულება შეიცვალა. მიუხედავად წარმოუდგენელი პროგრესისა, ის მთელ მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დიაგნოზირებულ და გავრცელებულ კიბოდ რჩება. აუცილებელია გაიზარდოს ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმირებულობის დონე, იმისთვის რომ გავიმარჯვოთ დაავადებაზე.
ცნობილია, რომ ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიებზე დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს დაბრუნების რისკს, არსებობს სრულად განკურნების შანსიც. ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) ადრეული სტადიის მქონე ადამიანების ნახევარს, მიუხედავად ოპერაციისა და ქიმიოთერაპიით მკურნალობისა სხეულში კიბოს უჯრედები მაინც უბრუნდებათ.
დაავადების დაბრუნების შიშით ცხოვრება უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტვირთია ფილტვის სიმსივნის ქირურგიული ჩარევის შედეგად განთავისუფლებული პაციენტებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ ფილტვის კიბო სიმსივნის რთული და აგრესიული ფორმაა, ადრეული ჩარევა და სწორი მკურნალობა გამარჯვების საწინდარია! დროული დიაგნოსტიკა და იმუნოთერაპიის გზით მკურნალობის დაწყება, მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს დაბრუნების რისკს და პაციენტებს კიბოს დამარცხების რეალურ შანსს აძლებს,“ – განმარტავენ მედიკოსები.
ცნობისათვის, არსებობს ფილტვის კიბოს 2 ძირითადი ფორმა: არაწვრილუჯრედოვანი (NSCLC) და წვრილუჯრედოვანი (SCLC). არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული ფორმაა და შემთხვევების დაახლოებით 85%-ს შეადგენს. იგი მოიცას სხვადსხვა ქსოვილოვანი შენების ქვეტიპებს – ადენოკარცინომა, დიდ-უჯრედოვანი კარცინომა და სხვა. მისი ძირითადი გამომწვევი თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარებაა, რადგან შემთხვევების 80% მწეველ ადამიანებში ვლინდება, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. ფილტვის კიბოს შემთხვევათა 15% არ უკავშირდება თამბაქოს მოხმარებას. ფილტვის კიბოს განვითარების სხვა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია:
- რადიაცია – დიდი დოზით რადიაციულ გარემოში ყოფნა და მაღალი დოზით დასხივება ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს
- ჰაერის დაბინძურება – კვლევები ადასტურებს, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევები უფრო მაღალია ქალაქებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი კოეფიციენტი ფიქსირდება.
- ფილტვის სხვა დაავადებები – ფილტვის ტუბერკულიოზის ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული აშლილობის მქონე ადამიანებს აქვთ ფილტვის კიბოს განვითარების მაღლი რისკი.
ფილტვის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარ იარაღად ადრეული დაგნოსტირება და დროული მკურნალობა რჩება. ამისთვის აუცილებელია ხშირად მიმართოთ ექიმს, გააკონტროლოთ ჯანმრთელობა, უყურადღებოდ არ დატოვოთ სიმპტომები და მიაკითხეთ სპეციალისტს დროულად. „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე – მკურნალობის მიზანი განკურნებაა“