ჩუტყვავილა, რომელიც ახლა ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს, ვაქცინაციას უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან ამ დაავადებას გართულებები ახასიათებს. ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აცრების ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილა არაა შეტანილი, რაც გამოსასწორებელია და ჩუტყვავილას ვაქცინაციაც გეგმიურ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ აცრებში უნდა ჩაისვას.
„ეს არაა ისეთი დაავადება, რომ რა მოხდა – ბავშვმა გადაიტანოს. თუნდაც ნაწიბურები რატომ უნდა რჩებოდეს ან ცხელება და უზარმაზარი დისკომფრტი რატომ უნდა გადაიტანოს ადამიანმა,“ – აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
რაც შეეხება პრევენციას, მისი თქმით ჩუტყვავილა ძალიან გადამდები ინფექციაა და თუ ერთ ბავშვს დაემართა, ელვის სისწრაფით ვრცელდება. ამიტომ, როგორც ინფექციონისტი აცხადებს, მისგან დასაცავად მშობლებს ვერაფერს ურჩევს.
ბუწაშვილი ჩუტყვავილასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში არსებულ, არამეცნიერულ მიდგომებსაც აკრიტიკებს, რასაც ტერმინი „ბატონებიც“ გამოხატავს. ინფექციონისტის თქმით, მას ტერმინთან პრობლემა არ აქვს, თუმცა უამრავი მშობელია, რომელიც ბავშვს წამალს არ აკარებს და არ ბანს, რადგან მიაჩნია, რომ ეს ინფექცია „ბატონებია“. შემთხვევაში
„ამ საკითხის ისევ რომანტიზაცია არ მიმაჩნია გამართლებულად. როგორ შეიძლება წამალზე – როცა ის სჭირდება ავადმყოფს – და ჰიგიენაზე უარი ვთქვათ?“- აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.