გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდანაა დაშვებული, თუმცა ვაქცინაციის რეკომენდაცია განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვისაა, ვინც ბაღში და სკოლაში მიდის.
ამასთან, ე.წ. იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტების მიღება არ არის სასურველი და მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება. ამის შესახებ ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმმა თამთა ბლიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ადამიანს კონკრეტული ვიტამინის ნაკლებობა გამოუვლინდება, ამ შემთხვევაში მას გარკვეული ვიტამინი ენიშნება, თუმცა თუ ადამიანი იკვებება ადეკვატურად, მას, როგორც წესი ვიტამინების მიწოდება არ ჭირდება.
სეზონური ვირუსებისგან თავის დაცვისთვის მედიკოსის პირველი რჩევაა ხელის ჰიგიენის დაცვა, ოთახების განიავება და აცრა. მისი თქმით, 4-კომპონენტიანი ვაქცინა თითქმის ყველა დიდ პოლიკლინიკაშია ხელმისაწვდომი, ხოლო ვაქცინა ერთი და იგივეა – უბრალოდ, რისკ-ჯგუფებში შემავალი მოქალაქეებისთვის ის უფასოა, ხოლო მათთვის, ვისაც სახელმწიფო აცრას არ უფინანსებს, ფასიანია.
რაც შეეხება განსხვავებას გრიპსა და სხვა ვირუსებს შორის, თამთა ბლიაძის განცხადებით, გრიპის ვირუსს მაღალი ცხელება გამოარჩევს, მაგრამ ანალიზის გარეშე დიაგნოსტირებას სიმპტომების საფუძველზე მაინც ვერ ხდება.