მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დროულად დასმული დიაგნოზი არის მთავარი დაავადების მკურნალობისას
„პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას მივესალმები.დიდი მნიშვნელობა აქვს პირველად გამოკვლევას და დროულად დასმული დიაგნოზი მთავარია დაავადების მკურნალობისას.

დროულად დასმული დიაგნოზი არის მთავარი დაავადების მკურნალობისას

თბილისი (BPI) – რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ნინო გვასალია პირველადი ჯანდაცვის რეფორმას მიესალმება და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც პირველად რგოლშია.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას მივესალმები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველად გამოკვლევას და დროულად დასმული დიაგნოზი არის მთავარი დაავადების მკურნალობისას. ავადმყოფი პირველად სწორედ პოლიკლინიკაში, ან ამბულატორიაში მიდის. თუ არ მიდის, უნდა მიდიოდეს. ამიტომ ამ რგოლის გამართულად ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ჯანდაცვის სისტემისათვის.

რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას, სახელმწიფომ, ვფიქრობ, პირველ რიგში, უნდა იმუშაოს იმაზე, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და რეალური ხელფასები გაიცეს დასაქმებულებზე, რათა მათ შეძლონ დანიშნული წამლების შეძენა. ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, მედიკამენტებს რაც უნდა დაბალი ფასი ჰქონდეთ, პაციენტს მისი ყიდვა მაინც არ შეეძლება“, აცხადებს გვასალია.

მე არ ვსარგებლობ პოლიკლინიკით და პირველადი რგოლით, რადგან მხოლოდ სისხლის ანალიზს და კარდოგრამას გინაზღაურებენ. რეალურად ბევრი რამ, პირველად რგოლში რაც გჭირდება პაციენტს, ეს უკვე აღარ შედის პროგრამაში და ფასიანია. მოქალაქისთვის შეთავაზებული პაკეტი არის მინიმალური, რეფორმის განხორციელებისას ამას უნდა მიექცეს ყურადღება“, – განაცხადა ნინო გვასალიამ.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის კონკერტულ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და იგი ოქტომბრის ბოლოს იქნება საბოლოოდ შემუშავებული. პირველადი რგოლის რეფორმა სამინისტროს ახალი პრიორიტეტია ჯანდაცვის საყოველთაო და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად. პირველადი რგოლის რეფორმის შემუშავებასა და მის განხორციელებაში სამინისტროს კონსულტაციებს საერთაშორისო კომპანია „გლობალ ალიანსი“ უწევს.

მინისტრ სერგეენკოს განცხადებით, რეფორმისას გარემონტდება და აღიჭურვება პოლიკლინიკები და ამბულატორიები, გადამზადდებიან ოჯახის ექიმები და მათი ანაზღაურება გაიზრდება. ეს ნაბიჯები, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პრევენციული მედიცინის განვითარებას, რაც პერსპექტივაში ხარჯთეფექტური იქნება სახელმწიფოსთვისაც და მოქალაქეებისთვისაც.

bpi.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …