მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დღეს პრევენციაზე დახარჯული თუნდაც დიდი თანხა, სამომავლოდ დიდ ეკომონიას მოგვცემს ჯანდაცვის სფეროში
ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსთან“ თანამშრომლობით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო.

დღეს პრევენციაზე დახარჯული თუნდაც დიდი თანხა, სამომავლოდ დიდ ეკომონიას მოგვცემს ჯანდაცვის სფეროში

ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსთან“ თანამშრომლობით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, რეფორმისას იგეგმება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რეაბილიტაცია, ოჯახის ექიმების გადამზადება და მათთვის ანაზღაურების გაზრდა.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმისა და პრევენციული მედიცინის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის წევრი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული.

„პრევენცია არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ სხვა სფეროებშიც, შემდგომში მნიშვნელოვანი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი პირობაა.ასე რომ, ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა სამინისტროს და მინისტრის მხრიდან, რომ პირველად ჯანდაცვას სათანადო ყურადღება მიექცეს.

ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება ნამდვილად განსავითარებელია, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ვინაიდან, ბოლო პერიოდში, ეს სისტემა და ინფრასტრუქტურა განსაკუთრებითაა მოშლილი.

შესაბამისად, ამ კუთხით ინვესტიციები ნაკლებად მიემართებოდა და ნამდვილად სასიხარულოა, რომ ამ ბოლო დროს კერძო ინვესტორებიც გამოჩნდნენ, ვინც აქტიურად თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან, მიდიან პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში და იქ იდება გარკვეული ინვესტიციები“, – აცხადებს სამხარაული.

მისი აზრით, პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ მოსახლეობა ნაკლებად მიმართავდა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, საავადმყოფოებს და ზოგადად, ჯანდაცვის ობიექტებს, ვინაიდან გადახდისუნარიანობა იყო ძალიან დაბალი.

„ახლა, როცა სახელმწიფოს მხრიდან ხდება მხარდაჭერა და დაფინანსება, ხოლო ზოგიერთ შემთხევაში თანადაფინანსება, მიმართვიანობა გაიზარდა.

როცა მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდება, შესაბამისი კულტურა დაინერგება, რომ ადამიანმა საკუთარ ჯანმრთელობაზე მუდამ უნდა იზრუნოს.

 მეც მიმაჩნია, რომ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ ამ საკითხს, დღეს პრევენციაზე დახარჯული თუნდაც დიდი თანხა, სამომავლოდ მოგვცემს სერიოზულ ეკომონიას ჯანდაცვის სფეროში“, – მიაჩნია დეპუტატს.

„კარგად მესმის იმ ადამიანების პათოსი, რომლებიც ამბობენ, რომ რეფორმის პარალელურად უნდა მოხდეს მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ფასების რეგულირება, მაგრამ ერთი მეორეს ნამდვილად არ გამორიცხავს.

პირველადი ჯანდაცვის რგოლი რომ გასაძლიერებელია, რომ უკეთესია დაავადება დასაწყისშივე იქნას აღმოჩენილი, ეს სადაო არ არის. დანარჩენი კი ეკონომიკაზეა დამოკიდებული და ეს მხოლოდ ჯანდაცვის სფერო არ არის.

აქ უკვე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. მოგეხსენებათ, ჩვენ პატარა ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ბოლომდე ყველაფერი ჩვენზეც არ არის დამოკიდებული, რადგან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე გარე ფაქტორები“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

pia.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …