მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება

დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება

დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 2023 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.

როგორც განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ამ დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ეს სლოგანი გულისხმობს, რომ „თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ექნება, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჩართულობით არის შესაძლებელი.“

„სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და კომფორტული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა წარმოადგენს ჩვენი გუნდის უმთავრეს პრიორიტეტს და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მნიშვნელობას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოს, სადაც ყველა ადამიანს ექნება საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის შესაძლებლობა,“ – ნათქვამია მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლებისა და თვითრეალიზაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს პროფესიული განვითარების სააგენტო, სადაც აცხადებენ, რომ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ისეთი ეკოსისტემის განვითარება, სადაც შეთავაზებულია ჯანსაღი სასწავლო გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის და ყველას აქვს თანასწორი შესაძლებლობა დაგეგმოს კარიერა, მიიღოს ხარისხიანი პროფესიული განათლება და დასაქმდეს.

ამ თარიღს ეხმიანება ჯანდაცვის ასოციაციაც, რომელიც ასეთი შინაარსის განცხადებას ავრცელებს: „დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით, იყოს სრულუფლებიანი, სხვების თანასწორი მოქალაქე, რისთვისაც მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, ოჯახური მხარდაჭერის ცენტრების არსებობა და მუნიციპალიტეტების გაძლიერება.“

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …