საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან ამოქმედდება და 05:00 საათამდე იმოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
გადაწყვეტილება დღეიდან შევა ძალაში.
ამასთან, ამავე კვირიდან, შაბათ-კვირას კვების დაწესებულებები მომხმარებელთა მიღებას ღია სივრცეში შეძლებენ.
დადებითი ეპიდვითარების შემთხვევაში, 1 ივნისიდან რეგულაციების კიდევ უფრო შერბილება იგეგმება.