მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დავით კილაძე: ამბულატორიული სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რეგიონებში
ამბულატორიული სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა რეგიონებში. მაგალითად, გურიაში, ოზურგეთში, არის ერთადერთი კლინიკა.

დავით კილაძე: ამბულატორიული სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რეგიონებში

ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართულია საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი”.

კვლევები და გამოკითხვები, რომელსაც სამინისტრო და საკონსულტაციო ჯგუფი ერთად ატარებენ, ცხადყოფს, რომ მედიცინის სფეროში პრიორიტეტულ საკითხად რჩება პირველადი ჯანდაცვის რგოლისა  და ამბულატორიული სექტორის განვითარება.

ოჯახის ექიმი დავით კილაძე გვესაუბრა პირველადი ჯანდაცვის და პრევენციული მედიცინის მნიშვნელობაზე:

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის განვითარება და რეფორმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია. დასავლეთის ქვეყნებში ძირითადი დაავადებების 90 %-ზე მეტი იმართება პირველად ჯანდაცვაში. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს კულტურა ჯერ არ არის. გარდა იმისა, რომ ხდება დაავადების პირველად ეტაპზე აღმოჩენა და ჯანმრთელობის შენარჩუნება, პირველადი ჯანდაცვის სისტემაუზრუნველყოფს, რომ პაციენტმა სოლიდური თანხა დაზოგოს“.

დავით კილაძე საუბრობს ამბულატორიული სექტორის განვითარების აუცლებლობაზე:

„ამბულატორიული სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა რეგიონებში. მაგალითად, გურიაში, ოზურგეთში, არის ერთადერთი კლინიკა. ადამიანები მთელი დღეები რიგში დგანან და მეორე-მესამე დღეს ელემენტარულ კვლევებს ძლივს იტარებენ. უნდა გაიზარდოს ამბულატორიულ სექტორზე ხელმისაწვდომობა, რომ ყველაზე მარტივი ანალიზების გაკეთება 21-ე საუკუნეში პაციენტებისთვის პრობლემა არ იყოს“.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …