დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს, რომლებიც ადამიანებს სტრესის პერიოდში დაეხმარება – პირობებში, როდესაც ადამიანი ყველა საკომუნიკაციო საშუალებიდან უწყვეტ რეჟიმში იღებს ინფორმაციას და იგებს ამბებს, რომლებიც თრგუნავს და ამძიმებს მას.
„როდესაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები შენში იწვევს შფოთვას, უხასიათობას, უძილობას, გადაღლილობას და აგრესიას…
როდესაც ბოლო ორი წელია პანდემიისგან გამოწვეული სტრესი შენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვნად აისახება…
ასეთ დროს მძიმე ფიქრები და განცდები ბუნებრივია. ეს ყველას ემართება!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასეთი პირობებში მთავარი რეკომენდაციები ასეთია:
დააკვირდი შენს ფიქრებსა და განცდებს;
დაარქვი სახელი შენს ემოციებს;
კონცეტრირდი იმ საქმეებზე, რასაც ყოველდღიურად აკეთებ;
თავი დაიცავი ჭარბი ნეგატიური ინფორმაციისგან;
შეეცადე გარკვეული დრო დაუთმო ფეხით სიარულს ბუნებაში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასევე აქვეყნებს სახელმძღვანელოს სახელწოდებით „ვაკეთოთ ის, რაც მნიშვნელოვანია სტრესის ჟამს“.
სახელმძღვენელო ხელმისაწვდომია ლინკზე.