მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » CDC-ის წარმომადგენელი: აშშ-ს მთავრობის მხრიდან ვაქცინების დონაციის დეტალები მალე გახდება ცნობილი

CDC-ის წარმომადგენელი: აშშ-ს მთავრობის მხრიდან ვაქცინების დონაციის დეტალები მალე გახდება ცნობილი

აშშ-ს მთავრობიდან ვაქცინების დონაციის დეტალები მალე გახდება ცნობილი. ამის შესახებ CDC-ს რეგიონული ოფისის დირექტორმა განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (СDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისა და ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ასევე პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხებს. „განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოში პრიორიტეტულია C ჰეპატიტის ელიმინაცია, ასევე მუშაობა სხვადასხვა გადამდები დაავადებების პრევენციისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხები და ყველა ამ მიმართულებით სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმუშავებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა საკითხი შეეხო ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას“, –

აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

CDC-ს რეგიონული ოფისის დირექტორმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობიდან ვაქცინების დონაციის დეტალები მალე გახდება ცნობილი.

„ერთ-ერთი საკითხი რაც შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-ს მთავრობისგან ვაქცინაციის დონაციის პროცესია. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ვარიანტების გავრცელება, რასაც უკვე ვხედავთ სხვა ქვეყნების მაგალითზე. როგორც კი ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა ქვეყანაში მოსახლეობამ უნდა აიცრას, რათა დაიცვან საკუთარი თავი და ის პირები ვისთანაც კონტაქტი აქვთ“, – აღნიშნა ჩარლზ ვიტეკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …