კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოჩნდა. პირველად საქართველოში, ინოვაციური ბრენდი მომხმარებელს საბავშვო წყალს სთავაზობს.
“ბაკურიანი 0 +” – ეს არის სუფთა წყაროს წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ჩვილი ბავშვებისთვის ორმაგი ფილტრაციით, რომელიც დუღილის შემდეგაც, ინარჩუნებს ბავშვებისთვის სასარგებლო ბუნებრივ მინერალებს და მისი გამოყენება რეკომენდებულია პატარებისთვის როგორც საჭმლის მოსამზადებლად ასევე საჭიროების შემთხვევაში დასალევად.
“ბაკურიანი 0 +“ წარმოებულია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის შესაბამისად და რეკომენდებულია ააიპ „ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის” და ააიპ ს“აქართველოს პედიატრთა ასოციაციის“ მიერ. „ბაკურიანი 0+“ შეფუთვაზე, კომპანია IDS ბორჯომის დიზაინერმა, ანა ჭოღოშვილმა იმუშავა.
სოფო დიდიძე, „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი:
„ბავშვის ორგანიზმი ძალიან სათუთია. ამიტომ, დაბადების პირველივე წუთიდან ძალიან მნიშვნელოვანია, მას შევთავაზოთ ის პროდუქტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანსაღ ზრდა-განვითარებას. ბავშვის ჯანმრთელობაში, წყალს ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უჭირავს, ამიტომ ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია, რომ წყალი, რომელსაც საკუთარ პატარებს აძლევს, იყოს სრულიად უვნებელი, ხარისხიანი და სასარგებლო თვისებებით სავსე. “ბაკურიანი 0+” ეს არის წყალი ჩვილი ბავშვებისთვის, ორმაგი ფილტრაციით და ბუნებრივი მინერალებით და მისი გამოყენება შესაძლებელია ცხოვრების პირველივე დღიდან, როგორც პატარებისთვის საჭმლის მოსამზადებლად ასევე საჭიროებისამებრ დასალევად. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და „ბაკურიანის“ მომხმარებლები ბავშვობიდან მივაჩვიოთ ისეთ კარგ ჩვევას, როგორიც წყლის დალევაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ბაკურიანი“, როგორც ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მხარს უჭერს ბავშვების ბუნებრივ კვებას.“
“ბაკურიანი 0 +“ იწარმოება ყვიბისში, ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში, ორი შეფუთვით: 1.5ლ. პეტი – საკვების მოსამზადებლად, ხოლო დასალევად – 0.33ლ. პეტი „ჭკვიანი თავსახურით“, რომელიც აბსოლუტურად ჰიგიენურია. წყალი მხოლოდ თავსახურზე მიწოლის შედეგად გადმოდის ბოთლიდან, შესაბამისად, გამორიცხულია წყლის შემთხვევით დაქცევაც კი.
თანამედროვე და ინოვაციური, არაგაზირებული წყაროს წყალი „ბაკურიანი“ 15 წელზე მეტია საქართველოს ბუტილირებული წყლის მთლიან ბაზარზე მოწინავე ბრენდია. 2017 წელს, „ბაკურიანმა“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საბავშვო წყლის ხაზი განავითარა და გამოუშვა საბავშვო წყალი „ბაკურიანი ციდა“, რომლის სამიზნე აუდიტორია 2-6 წლის ასაკის ბავშვები არიან. 2018 წელს კი, 5-10 წლის ასაკის ბავშვებისთვის, უოლტ დისნეისთან კოლაბორაციით, სათამაშო ბოთლების სერია შეიქმნა.