მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ბათუმში ნევროლოგი ბავშვების უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

ბათუმში ნევროლოგი ბავშვების უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

კენ ვოლკერის კლინიკის დირექტორი ირაკლი ნატროშვილი კონსულტაციის ჩასატარებლად ქ. ბათუმს ეწვევა.

უფასო  კონსულტაცია 8 ივლისს ჩატარდება.

ირაკლი ნატროშვილი ხელმძღვანელობს კენ ვოლკერის კლინიკას, პროფესიით ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. 2019 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აქვს 25 წლიანი კლინიკური პრაქტიკა ბავშვთა ნევროლოგიასა და ნეირორეაბილიტაციაში.

კონსულტაციები ჩატარდება შემდეგი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის :

განვითარების შეფერხება ბავშვებში;
ცერებრული დამბლა და სხვა ქრონიკული მდგომარეობები.
თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა;
ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა;
პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები;
ნერვკუნთოვანი დაავადებები;
განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები;
ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;
სქოლიოზები.

წინასწარი ჩაწერა აუცილებელია

+995 577 777 052
მისამართი:  ბათუმი; ბაქოს ქუჩის N 8 (ყოფილი გოგებაშვილის N 40)

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …