მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » აუცილებელია პრევენციული მედიცინის უზრუნველყოფა
აუცილებელია პრევენციული მედიცინის უზრუნველყოფა. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტად გამოაცხადა.

აუცილებელია პრევენციული მედიცინის უზრუნველყოფა

აუცილებელია პრევენციული მედიცინის უზრუნველყოფა. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტად გამოაცხადა. რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

სამინისტროს რეფორმის მომზადებაში კონსულტაციას საერთაშორისო ჯგუფი „გლობალ ალიანსი“ უწევს. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად განხორციელდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რეფორმა რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების რემონტსა და აღჭურვას გულისხმობს.

ასევე, რეფორმის ფარგლებში იგეგმება ექიმების სწრაფი გადამზადება და მათთვის ანაზღაურების გაზრდა.

საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი პირველად რგოლში დაგეგმილ რეფორმას გამოეხმაურა.

მისი აზრით, პირველადი ჯანდაცვის რგოლს რეფორმა აუცილებლად სჭირდება და ეს ერთმნიშვნელოვანია.

„პირველად რგოლში ყველაზე ნეგატიური მოვლენა არის ის, რომ, ხშირ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალს არ აქვს ადეკვატური ანაზღაურება.

მათი შრომა, რიგ შემთხვევებში, არასაკმარისად არის დაფასებული. ეს განსაკუთრებით ეხება რეგიონებს და ნაკლებად დედაქალაქს“, – ამბობს პოლიტიკოსი.

ჩიქოვანის განცხდებით, პირველადი ჯანდაცვის პირობებში აუცილებელია პრევენციული მედიცინის უზრუნველყოფა, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ყველა მოქალაქისათვის თანაბრად.

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა, თუმცა საკუთარი სახსრებით ამის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ.

ხოლო მათ, ვისაც აქვს შესაბამისი შემოსავალი, თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი ჯანდაცვის ხარჯების დაფარვა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

pia.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …