მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება
აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება,ასევე ყურადღება უნდა მიექცეს დაზღვევას და დაფინანსებას და ჩატარდს უფასო ყოველწლიური გამოკვლევები

აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება

უმეტესი წილი დაზღვევისა და დაფინანსებისა უნდა იხარჯებოდეს დაავადებების ადრეულ სტადიაში გამოვლინების, მკურნალობისა და აღმოფხვრისათვის, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძემ განაცხადა.

ანდღულაძე ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მიდინარეობს უპრეცენდენტო და უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა და ამას ჩვენ მივესალმებით.

თუმცა, ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი ყურადღება და უმეტესი წილი დაზღვევისა და დაფინანსებისა უნდა იხარჯებოდეს დაავადებების ადრეულ სტადიაში გამოვლინების, მკურნალობისა და აღმოფხვრისათვის, და არა მარტო მისი ბოლო სტადიაში ოპერაციებისათვის, რასაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში შედეგი აღარ აქვს.

მეტად მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ეფექტი იქნება საზოგადოებისთვის, თუ კლინიკებში დაინერგება მოსახლეობის სავალდებულო, ყოველწლიური უფასო გამოკვლევები და შესაძლებელი იქნება აღმოჩენილი დაავადებების ადრეულ სტადიაში განკურნება.

დღეს ხშირად სადაზღვევო პაკეტის თუ სახელმწიფო პროგრამების აბსოლუტური მოცულობითი წილი იხარჯება დაავადებასთან არაქვემდებარე უამრავი ანალიზებისა და არასაჭირო გამოკვლევებში და ამასთან, არასწორ მკურნალობებში, რომელიც დაავადებას არ კურნავს და პაციენტი პაკეტის ამოწურვის შემდეგ იძულებული ხდება გაიღოს მკურნალობის 100%-ანი ხარჯი.

ეს ერთგვარ შეთქმულებას წააგავს, რომელიც არ არის მიმართული საზოგადოების გაჯანსაღებაზე. რასაკვირველია, უნდა მოხდეს დიფერენცირება უფასო პაკეტების თვალსაზრისით მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის, რათა როგორითაც სარგებლობს ღარიბი ფენა, ისეთივე პაკეტით უფასოდ არ უნდა სარგებლობდეს დიდი შემოსავლის მქონე საზოგადოება.

მათი შენატანები უნდა აბალანსებდეს ამ ადამიანებს შორის არსებულ სამედიცინო მომსახურებათა განსხვავებას. დიდი შეღავათები უნდა გააჩნდეთ პენსიონერებს, რათა მათი სიჯანსაღე და სიცოცხლის განგრძლივობა გაიზარდოს“, – განაცხადა მიხეილ ანდღულაძემ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …