მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » არ არსებობს რეფორმა ხარვეზების გარეშე
ჯანდაცვის უწყება არის ის ინსტიტუცია, სადაც რეფორმები მიმდინარეობს. არ არსებობს რეფორმა ხარვეზის გარეშე. ამიტომ, გარკვეული მიმართულებით, შედეგები არის.

არ არსებობს რეფორმა ხარვეზების გარეშე

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გამოცხადებულია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებთან ერთად პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას ეხმაურება.

„ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული, რომელიც აღნიშვნის და შექების ღირსია. მათშორისაა საყოველთაო ჯანდაცვა და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელზე მუშაობაც ახლა დაიწყო. მე მხარს ვუჭერ ამ რეფორმას, რომელიც ეხება პირველადი რგოლის ინსტიტუტის განვითარებას.

პირველადი ჯანდაცვა ორი მხრივ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მხარდასაჭერი. პირველი,  რომ ამ დროსადამიანს ეძლევა საშუალება, დროულად გამოავლინოს პრობლემები ჯანმრთელობაში და საწყის ეტაპზევე მოახდინოს დაავადების პრევენცია და მეორე, ეს სახელმწიფოს უფრო იაფი უჯდება.

მკურნალობა დაავადების საწყის ეტაპზე უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე მის გართულებულ სტადიაზე. ამიტომ, ორივე მიზეზის გამო,ფინანსური, ეკონომიკური თუ მორალური თვალსაზრისით, რეფორმა შექების ღირსია, რა თქმა უნდა.

ჯანდაცვის უწყება კიდევ რამდენიმე უწყებასთან ერთად, არის ის ინსტიტუცია, სადაც რეფორმები მიმდინარეობს. არ არსებობს რეფორმა ხარვეზის გარეშე. ამიტომ, გარკვეული მიმართულებით, შედეგები არის”, -განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გულისხმობს პირველადი რგოლის მნიშვნელობის წამოწევას და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …