მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ანემია და თირკმლის უკმარისობა – ქვეყანაში ნაწლავური ინფექციების პიკია
kids

ანემია და თირკმლის უკმარისობა – ქვეყანაში ნაწლავური ინფექციების პიკია

ქვეყანაში ნაწლავური ინფექციების პიკია. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ბავშვებში ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰუსი), რომელიც იწვევს სისხლის წითელი ბურთულების – ერითროციტების დაშლას, თირკმლის მიკროცირკულაციის მოშლას – უბრალო ენით რომ ვთქვათ, თირკმლის უმცირესი სისხლძარღვების გაბიდნვას, გაჭედვას და თირკმელების სრულ გამოთიშვას. დაავადების ლეტალობა საკმაოდ მაღალია და 6%-ს შეადგენს.

სიმპტომატიკა ენტეროვირუსისას ჰგავს, თუმცა ხშირ შემთხვევაში უფრო რთული მიმდინარეობა ახასიათებს.

ბოჭორიშვილის კლინიკაში განმარტავენ, რომ დაავადება იწყება ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექციის სიმპტომატიკით – მუცლის ტკივილით, ღებინებით, მაღალი სიცხით და დიარეით, რომელიც მომდევნო ეტაპზე სისხლის შემცველობითაც ხასიათზება. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც დაავადება მისი გადატანიდან რამდენიმე დღეში ისევ „უბრუნდება“ პაციენტს და უკვე სხვა, სერიოზულ გართულებებს იწვევს -ანემიას და თირკმლის უკმარისობას.

სპეციალისტები მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა საკურორტო ზონებში იმყოფება, ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მოქალაქეებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ საკვების – ხილ-ბოსტნეულის გარეცხვას და ხორცის თერმულ დამუშავებას.

რაც შეეხება სტატისტიკას, აღნიშნული სინდრომით წელს კლინიკებს რამდენიმე ათეულმა პაციენტმა მიმართა. შესული პაციენტების უდიდეს ნაწილს დიალიზზე გადასვლა დასჭირდა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …