მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ამერიკის საელჩო საქართველოს C ჰეპატიტთან წარმატებული ბრძოლისთვის CDC-ს უმაღლესი ჯილდოს მიღებას ულოცავს

ამერიკის საელჩო საქართველოს C ჰეპატიტთან წარმატებული ბრძოლისთვის CDC-ს უმაღლესი ჯილდოს მიღებას ულოცავს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უმაღლესი ჯილდოს მიღებას ულოცავს.
საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე წერია:
“ვულოცავთ საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უმაღლესი ჯილდოს მიღებას ბრწყინვალე პარტნიორობისთვის.
CDC-ს დირექტორმა როშელ ვალენსკიმ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული გასაოცარი სამუშაო აღნიშნა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და რომელმაც 2015 წლიდან 52,000-ზე მეტი ადამიანი განკურნა.”

ინფორმაციისთვის: 2015 წლის აპრილში, საერთაშორისო პარტნიორობის დახმარებით, საქართველოში ც ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამა ამოქმედდა. მის მიზანს ახალი შემტხვევების 90 %-ით შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ითვალისიწინებს დააავდების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და პრევენციას, რომელიც სახლემწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება. ბოლო 5 წლის განმვალობაში გამოიკვლიეს ორ მილიონ ნახევარზე მეტი მოქალაქე, აქედან ინფექცია დაახლოებით 115 000 ადამიანს დაუდგინდა, განკურნებულია 60 ათასზე მეტი ადამიანი.

პროგრამაში ჩართული პაციენტები უფასოდ იღებენ ახალი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს: „ეპკლუსას” და „ჰარვონის”. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები ასევე უფასოდ იღებენ დამხმარე მედიკამენტს: „რიბავირინს”. 

 

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …