მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ბექა იოსელიანი: პირველადი ჯანდაცვა მედიცინის ხერხემალია
ბექა იოსელიანი: "პირველადი ჯანდაცვა მედიცინის ხერხემალია"

ბექა იოსელიანი: პირველადი ჯანდაცვა მედიცინის ხერხემალია

“საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს”, რომელიც 45000-ზე მეტ ბენეფიციარს ემსაუხრება, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და “გლობალური ალიანსის” პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი სტუმრობდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სტუმრობა მიზნად ისახავდა, ადგილზე გაცნობოდნენ დედაქალაქში მომუშავე ერთ-ერთი წარმატებული პირველადი ჯანდაცვის ობიექტის ფუნქციონირებას.
“გლობალური ალიანსის” პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის პრაქტიკული მუშაობის გაცნობა, პირველადი ჯანდაცვის დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში.

„საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრის“ სამედიცინო დირექტორმა ბექა იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ცენტრი სადემონსტრაციოა, რომელიც სათემო პრინციპით მუშაობს და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 45 000 -ზე მეტ ბენეფიციარს, რომლებიც ძირითადად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ცხოვრობენ. 

დიდ ყურადღებას ვუთმობთ ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას. რასაც ავტომატიზირებული სისტემების შემდეგი ანალიზისთვის ვიყენებთ, რაც ძალიან მნიშნველოვანია კომპანიის სამომავლო სტრატეგიის დაგეგმისთვის.

კომპანიაში ეფექტურად მუშაობს სხვადასხვა ავტომატიზირებული სისტემები, ხარისხზე ორიენტირებული გადახდის სისტემა და პრევენციაზე ორიენტირებული სერვისები. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პირველადი ჯანდაცვა მედიცინის ხერხემალია. მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მოდელი, საოჯახო მედიცინაზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვაა.

„საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრის“ ოჯახის ექიმებმა, მენეჯერებმა, და ზოგადი პრაქტიკის ექიმებმა გადამზადება გაიარეს ინგლისში, კერძოდ კი ლონდონში. ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებული. ხარისხის ინსტრუმენტების დანერგვით შეგვიძლია მოსახლეობას მივაწოდოთ მაღალხარისხიანი ხარჯეფექტური სამედიცინო მომსახურება, რომელიც პაციენტის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. 

სასწავლო ცენტრის სტაფი ცდილობს უწყვეტად იყოს ჩართული პროფესიული განვითარების სქემებში, რომ მათი ცოდნა იყოს მუდმივად განახლებადი“, – განაცხადა იოსელიანმა.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში სამინისტროს კონსულტაციას „გლობალური ალიანსი“ უწევს.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სამინისტრომ ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა. ესრეფორმა C ჰეპატიტისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამების პარლელურად განხორციელდება. რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მინისტრის განცხადების თანახმად, რეფორმის კონკრეტული გეგმა ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება დასრულებული.

რეფორმის მიზანია პრევენციული მედიცინის როლის გაზრდა, სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, პოლიკნინიკებისა და ამბულატორიების (განსაკუთრებით რეგიონებში) ინფრასტრუქტურული მოწესრიგება და მათი სათანადოდ აღჭურვა, პირველად რგოლში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა და ასევე მათი პროფესიული გადამზადების ეფექტიანი სისტემის ამოქმედება.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …