ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა დადებითად შეაფასა და წარმატებული უწოდა შპს ,,გადაუდებელი ქირურგიისა და ტრამვატოლოგიის ცენტრის’’–ს ზოგადმა ქირურგმა გია თომაძემ.
ექიმის განცხადებით, ყველა დონის დაავადება არ არის აუცილებელი, რომ იყოს ჰოსპიტალიზირებული და მათ ამბულატორიულ პირობებში უნდა მიხედონ სწორედ, პირველადი ჯანდაცვის ობიექტებმა.
,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას მივესალმები. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევით, პაციენტები უფრო მალე დაადგებიან კვალიფიციურ გზას, გამართულმა ოჯახის ინსტუტუტმა უნდა მოახერხოს პაციენტთა სტრინინგი და საჭიროების შემთხვევაში, მოათავსოს პაციენტი სამკურნალო დაწესებულებაში. ყველა დონის დაავადება არ არის აუცილებელი, რომ იყოს ჰოსპიტალიზირებული და მათ ამბულატორიულ პირობებში უნდა მიხედონ, სწორედ, პირველადი ჯანდაცვის ობიექტებმა.
გართულებული შემთხვევების პრევენცია და დროული დიაგნოსტიკა ნამდვილად მისასალმებელია,“ – განმარტავს ექიმი, ამავე დროს ოჯახის ექიმების მუდმივ განვითარებასა და ტრენინგების აუცილებლობაზე მიანიშნებს:
„მათ სრულფასოვანი ინფორმაცია უნდა გააჩნდეთ ყველა იმ სირთულესთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელია, რომ თან ახლდეს ამა თუ იმ დაავადებას. სათანადო კვალიფიკაციის გარეშე ოჯახის ექიმი ვერ მოახერხებს შესაბამისი მომსახურება გაუწიოს პაციენტს. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი საყურადღებოა. როგორც ვიცი, ექიმების ტრენინგის პროცესები უკვე დაწყებულია’’.
გია თომაძემ ასევე მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ ეს არის ცალსახად ყველაზე დიდი მიღწევაა სამედიცინო სფეროში: ,,ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა წინგადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის სფეროში,რამაც პაციენტების კმაყოფილება განაპირობა. ბევრმა უარი თქვა კერძო დაზღვევაზე ჩაერთო საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში. შესაბამისად, ამან კიდევ უფრო გაზარდა ხარჯები, რაც იყო დაგეგმილი’’.
გია თომაძემ ნეგატიურად შეაფასა ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მედიკამენტების ფასები აცუიელბლად უნდა გაიაფდეს: ,,რაც შეეხება წამლის ფასებს, მიმაჩნია რომ ძალიან მაღალია. ძირითადი მიზეზი ქართულ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემოა. სახელმწიფო მაინცდამაინც ვერ ჩაერევა ამ საკითხში, რადგან ფასწარმოქმნაში ის არ ღებულობს მონაწილეობას, ერთ–ერთი გზა შექმნილი პრობლემის დაძლევისა ანტიმონოპილიური სამსახურის გააქტიურებაა’’.