მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ინფორმირებული პაციენტი აუცილებლად მიაკითხავს პირველად რგოლს
თუ პაციენტი ინფორმირებული იქნება- რა არის პრევენცია და გაითავისებს, რომ პროფილაქტიკა უფრო იაფია, ის აუცილებლად მიაკითხავს ექიმს ადრეულ სტადიაზე.

ინფორმირებული პაციენტი აუცილებლად მიაკითხავს პირველად რგოლს

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოცხადდა. ჯანდაცვის სამინისტროს საკონსულტაციო სამუშაოებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს და რეფორმის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება. 

პირველადი რგოლის მუშაობას დადებითად აფასებს ოჯახის ექიმი, ნონა არაბული და პაციენტის სწორად ინფორმირებულობაზე მიანიშნებს, – „თუ პაციენტი ინფორმირებული იქნება, თუ რა არის პრევენცია და გაითავისებს, რომ  პროფილაქტიკა უფრო იაფია, ვიდრე შემდგომი მკურნალობა, მაშინ ის აუცილებლად მიაკითხავს ექიმს ადრეულ სტადიაზე.

წლების წინათ არსებობდა დისპანსერიზაცია, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა. ასევე, ძალიან კარგია, როცა ოჯახის ექიმს და ექთანს ოჯახთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა და მათ ინფორმაციას დროულად აწვდის არა მხოლოდ იმ დროს, როდესაც მწვავე პროცესია, არამედ მაშინაც, თუ გენეტიკური დარღვევები ან ოჯახური პრობლემები აღენიშნებათ. თუ პაციენტს თუ მეტი ინფორმაცია ექნება, ის აუცილებლად მიაკითხავს პირველად რგოლს და გამოიყენებს პრევენციულ მეთოდებს.“

დღეს, პაციენტები შეუზღუდავად მიდიან ოჯახის ექიმებთან. არსებობს, როგორც საყოველთაო, ასევე კერძო დაზღვევები. ისინი კარგად არიან ინფორმირებულნი, რა უფლებები გააჩნიათ და პირველად ჯანდაცვას რა რესურსი და რისი შესაძლებლობა აქვს. „მათ აქვთ ინფორმაცია, ძვირადღირებული გამოკვლევების გარეშე როგორ უნდა ჩაუტარონ პაციენტს მკურნალობა.

კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა,  პაციენტი გაუშვან მეორად რგოლში, ანუ სტაციონარში, შედეგებით ის ბრუნდება ისევ პირველად რგოლში და იქ ასრულებს მკურნალობას. ოჯახის ექიმი უხსნის მას, რა დროს რომელი ანტიბიოტიკის, თუ ჯენერიკის გამოყენებაა სასურველი, თუ პირიქით. ანუ, პაციენტი ახლოს უნდა იყოს პირველად ჯანდაცვასთან, ოჯახის ექიმთან, რომ მან მისი ყველანაირი ინტერესი დააკმაყოფილოს,“ – ამბობს ნონა არაბული.

დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველადი რგოლის რეფორმის ფარგლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იგეგმება და პირველადი რგოლის ექიმების გადამზადება დროულად განხორციელდება.

news.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …