მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » კარგი იქნება, პირველადი რგოლის რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების კომპონენტს თუ გაითვალისწინებენ
პირველადი ჯანდაცვის რგოლიც და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა კიდევ დასახვეწია. თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ავიღოთ, მოსახლეობას მაინც უჭირს იმ დარჩენილი 30%-ის გადახდა.

კარგი იქნება, პირველადი რგოლის რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების კომპონენტს თუ გაითვალისწინებენ

თბილისი (BPI) – „დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე ლელა გულედანი პირველად რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აუცილებელია რეფორმის მიმდინარეობისას გარკვეული მედიკამენტური პროგრამების ამოქმედებაც.

„რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა კარგი წამოწყებაა. ბიუჯეტიდან ჯანდაცვაში 2 მილიარდი მიდის, ანუ თითქმის 25 პროცენტი. ფინანსურად მოძლიერდა ჯანდაცვა, ამიტომაც სთავაზობს ის მოსახლეობას სხვადასხვა პროგრამებს.

პირველადი ჯანდაცვის რგოლიც და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა კიდევ დასახვეწია. თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ავიღოთ, მოსახლეობას მაინც უჭირს იმ დარჩენილი 30%-ის გადახდა. შესაძლებელი იყო, რომ მიდგომები ყოფილიყო განსხვავებული და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰქონოდა 100%-იანი დაფინანსება“, – მიაჩნია გულედანს.

მისი აზრით, პირველადი ჯანდაცვის ხარვეზია ის, რომ რეაბილიტაცია სჭირდება ამბულატორიებს და პოლიკლინიკებს. „ამ კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და კარგი იქნება, თუ ეს რეფორმა მათ გარკვეულ ნაწილს მაინც მოაგვარებს. ყურადღებაა მისაქცევი პრევენციულ მედიცინაზე, ასევე ექიმებისათვის ტრენინგების ჩატარებაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, – აცხადებს დევნილთა პარტიის ხელმძღვანელი.

მისი აზრით, კარგი იქნება მედიკამენტური პროგრამის გატარება. „სტატისტიკურად, თითქმის ნახევარი მილიონი მოქალაქე სოციალურად დაუცველია. გვყავს უსახლკაროები, დევნილები. მათ არც მედიკამენტებზე მიუწვდებათ ხელი და არც სამედიცინო კვლევებზე.

რაღაც ქმედებები ამ მხრივ ნამდვილად ჩასატარებელია. ზოგადად, თუ იქნება ხალხთან მეტი კომუნიკაცია, მათ პრობლემებს თუ შეისწავლიან, მოთხოვნებს გაითვალისწინებენ და შემდგომში ეს ყველაფერი თუ აისახება ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკაზე, იქნება ძალიან კარგი. ანუ მეტი საუბარი ხალხთან, მეტი კომუნიკაცია, ოღონდ, საუბარი არ უნდა დარჩეს მხოლოდ საუბრად, არამედ უნდა გატარდეს გარკვეული ღონისძიებები, რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე“, – მიაჩნია ლელა გულედს.

bpi.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …