მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვის კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა
პირველადი ჯანდაცვის კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობისათვის ძალიან მისაღებია.

პირველადი ჯანდაცვის კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელი სამართლიანი საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, გიგა ჩხაიძე გამოეხმაურა. 

ჩხაიძის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობისათვის ძალიან მისაღებია, რამდენადაც სამედიცინო მომსახურებაზე თანაბარი ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოცანაა, თუმცა, გარკვეული ხარვეზები, მისივე განცხადებით, რა თქმა უნდა, არსებობს.

„მაგალითად, შესაძლოა ადამიანმა ჩაიტაროს გამოკვლევა, მაგრამ შემდგომ აღარ ჰქონდეს ფინანსური შესაძლებლობა, ძვირადღირებული წამლები შეიძინოს და ა.შ. თუმცაღა, პირველადი ჯანდაცვის კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. ასაკოვანთა სადაზღვევო პროგრამა ამის თვალსაჩინო მაგალითია.

თუ პირველადი რგოლის რეფორმა რეალურად მოაწესრიგებს რეგიონებში ინფრასტრუქტურას, ექიმებს ხელფასები გაეზრდებათ და პაციენტებს ხარისხიანი სერვისის მიღების საშუალება ექნებათ, ეს უკვე დიდი მიღწევა იქნება.

მაგრამ არსებობს ერთი დიდი პრობლემა – დღეს ჩვენს ქვეყანაში, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, ძალიან ცუდი სიტუაციაა და არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ასეთი პროგრამების ბიუჯეტზე დაწოლით იყოს დღეს ლარი ასეთ ცუდ დღეში.

სხვა მხრივ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ იდეაში, საყოველთაო ჯანდაცვას და ყველა სოციალურ ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან, მივესალმები“, – აღნიშნა გიგა ჩხაიძემ.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შესაბამისად, რეფორმის კონკრეტული გეგმა ორ თვეში უნდა დაიდოს. სამინისტროს რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში დახმარებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ უწევს.

აღნიშნული რეფორმა ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას, დაავადაებათა კონტროლისა და პრევენციის ხარჯზე ავადობის შემცირებას გულისხმობს.

pia.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …