მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ლია სოხაშვილი: თუ რეფორმის შედეგად მედიკამენტებზე ფასები დარეგულირდება, ეს უკვე რეალური შედეგი იქნება
თუ რეფორმის შედეგად მედიკამენტებზე ფასები დარეგულირდება, ეს უკვე რეალური შედეგი იქნება. პირველადი რგოლის რეფორმასთან დაკავშირებით ლია სოხაშვილს ვესაუბრეთ

ლია სოხაშვილი: თუ რეფორმის შედეგად მედიკამენტებზე ფასები დარეგულირდება, ეს უკვე რეალური შედეგი იქნება

თუ რეფორმის შედეგად მედიკამენტებზე ფასები დარეგულირდება, ეს უკვე რეალური შედეგი იქნება. ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასთან დაკავშირებით, რუსთავის დიაგნოსტიკური ცენტრის ოჯახის ექიმს, ლია სოხაშვილს ვესაუბრეთ.

მისი განცხადებით, დაავადებების პრევენცია ჯანდაცვაში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ საკითხს წარმოადგენს.

„ყველაზე ხშირად მცირეწლოვან ბავშვებთან მუშაობა მიწევს, რომელთა ფიზიოლოგიური და ნერვული სისტემის განვითარებას ადრეულ ასაკში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

აუცილებლად ვუკეთებთ კვლევებს, ვაგზავნით ვიწრო სპეციალისტებთან, ეს იქნება ნევროპათოლოგი, ორთოპედი თუ სხვა. 1 წლამდე დაავადებების გამოვლენის მიზნით ხდება ეს ყველაფერი.

1–დან 2 წლამდე ბავშვებს სამ თვეში ერთხელ ვიზიტი ეკუთვნით, შემდეგ კი უკვე 6 თვეში ერთხელ.
რაც შეეხება მოზარდებს, მათ წელიწადში ერთხელ ეკუთვნით უფასო ვიზიტი, თუმცა ჩვენმა კლინიკამ გადაწყვიტა, რომ მოსახლეობას აქტიურად მოუწოდოს ოჯახის ექიმთან ვიზიტზე.

ხშირად ამ ასაკში გამოხატულია ტანადობის დარღვევები, ფსიქოლოგიური პრობლემები გარდატეხის ასაკში. ვუკეთებთ სისხლისა და შარდის ანალიზებს და ხშირად დაავადებები ადრეულ სტადიაზე ვლინდება ხოლმე.

ამის შემდეგ ვაძლევთ სათანადო მიმართულებასა და რჩევებს, რაც დაავადებების გართულების თავიდან არიდებას უწყობს ხელს“, –აცხადებს სოხაშვილი.

ექიმი ამბობს, რომ დაავადებებს შორის საკმაოდ ხშირია დიაბეტი. „ამ კუთხით გვაქვს განსაკუთრებით გამახვილებული ყურადღება.

არსებობს ისეთი ტიპის დიაბეტიც, რომელიც ჯერ გულსისხლძარღვთა სისტემას ჩაითრევს ხოლმე და ვიდრე მეორადი ნიშნები არ გაჩნდება, შეიძლება არ მოგვმართოს პაციენტმა.

ამ დროს ვცდილობთ ყველანაირი გამოკვლევა გავუკეთოთ პაციენტებს და დროული დახმარება აღმოვუჩინოთ, რომ დაავადება შორს არ წავიდეს.

სამწუხაროდ დიაბეტის ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს“, – აღნიშნავს ლია სოხაშვილი.
„გამოკვლევებს, რომლებსაც საყოველთაო პროგრამა ფარავს, შეუფერხებლად ვაკეთებთ. ამისი ლაბორატორიული და ფინანსური რესურსი საბედნიეროდ დღეს არსებობს. მოსახლეობას რაც აწუხებს, ეს არის მედიკამენტების ფასები.

თუ რეფორმის შედეგად მედიკამენტებზე ფასები დარეგულირდება, ეს უკვე რეალური შედეგი იქნება. და პრევენციული ღონისძიებები არის სწორედ ჩვენი კლინიკის პრიორიტეტი.

ძალიან კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო წლიდან წალმდე იხვეწევა და უფრო და უფრო მეტ რესურსს ხარჯავს ჯანდაცვის პირველი რგოლის გაძლიერებაზე.

სახელმწიფოში, სადაც პირველი რგოლი კარგად მუშაობს, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით კარგია, ვიდრე იქ, სადაც ძირითადი დაწოლა სტაციონარებზე მოდის.

ამის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ როგორც პაციენტებს, ისე სრულიად მოსახლეობას“, – აღნიშნა ლია სოხაშვილმა.

presa.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …