მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას გაადვილებს
რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება დაავადებების აღმოჩენა, აქედან გამომდინარე, უფრო მეტად იქნება შესაძლებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების ხარისხიანად გატარება.

დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას გაადვილებს

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეაფასა კლინიკა „ტრავმატოლოგის“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რთველიშვილმა.

ექიმის განცხადებით, ოჯახის ექიმის ინსიტუტის წამოწევა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პროცესი მკვეთრად შეამცირებს სტაციონარიზაციის მასშტაბს.

„ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ძალიან ეფექტური იქნება. ოჯახის ექიმის გაძლიერება  საჭიროა როგორც მატერიალური ბაზით, ისე აუცილებელია მათი შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა. ეს რეფორმა პაციენტებისთვის მხოლოდ დადებითის მომტანი იქნება, რადგან უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება დაავადებების აღმოჩენა, აქედან გამომდინარე, უფრო მეტად იქნება შესაძლებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების ხარისხიანად გატარება“, – მიაჩნია რთველიაშვილს.

მედიკოსმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლისთვის წარმატების მომტან ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ ამისთვის ერთ–ერთი განსაკუთრებული ოჯახის ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება.

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმატებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება. მუდმივად უნდა იყოს ზრუნვა, რომ ექიმები ეცნობოდნენ სფეროს სიაახლეებს.

მოგეხსენებათ, მედიცინა განვითარებადი სფეროა და მუდმივად არის მასში გარკვეული სიახლეები, თუნდაც ტექნოლოგიების მხრივ, თუნდაც მკურნალობის მეთოდების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, აუცილებელია ჩვენი მედიკოსები ფეხდაფეხ მისდევდნენ ამ სიახლეებს.

რთველიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ფასები მედიკამენტებზე  კატასტროფულად მაღალია და რომ  ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის შემოსავალი  დაბალია, ამხელა ფასები ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მედიკამენტებს.

epn.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …