მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ოჯახის ექიმთან ვიზიტი ლიმიტირებული უნდა იყოს
იქნებ იყოს რაიმე რეგულაცია, არსებობდეს ლიმიტი, მაგალითად შეეძლოთ თვეში ხუთჯერ ან ათჯერ უფასოდ ვიზიტი. ეს იწვევს საკმაოდ დიდ რიგებს.

ოჯახის ექიმთან ვიზიტი ლიმიტირებული უნდა იყოს

ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი რგოლის რეფორმას იწყებს. რა სჭირდებათ ექიმებს სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, როგორია პირველად რგოლში მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და ხარისხი, რის შეცვლას ისურვებდნენ ექიმები?

ამ კითხვებით საოჯახო მედიცინის ცენტრის მთავარ ექიმს, ნინო ლეჟავას მივმართეთ:

“ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერებაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ზრუნვა კარგა ხანია დაიწყო და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც ამის ერთ–ერთი მაგალითია. თუმცა ერთ–ერთი პრობლემა, რაც ამჟამად ამ რგოლში არსებობს, გახლავთ ულიმიტო ვიზიტის უფლება ოჯახის ექიმთან.

რადგანაც ვიზიტები ულიმიტოა, შეიძლება ბავშვს ერთხელ დაახველოს, ან ოდნავ ავად გახდეს და მაშინვე მოჰყავთ ექიმთან. ეს იწვევს საკმაოდ დიდ რიგებს. იქნებ იყოს რაიმე რეგულაცია,  არსებობდეს ლიმიტი, მაგალითად შეეძლოთ თვეში ხუთჯერ ან ათჯერ უფასოდ ვიზიტი.

არის პაციენტების კატეგორია, რომლებიც სულ აქ სხედან, მოვლენ, წნევას გააზომინებენ ექიმს და მიდიან, ამით მშვიდდებიან. არ მინდა ისე გაიგოს  ვინმემ, თითქოს პაციენტების მომსახურებაზე ვამბობდეთ უარს, ან ცხვირს ვიბზუებდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ თითო ექიმს დღეში ოცდაათზე მეტი პაციენტის მიღება უწევს ხშირად, რამაც, შესაძლოა მომსახურების ხარისხი შეამციროს, სათანადო დრო ყველას ვერ დაუთმოს, შემდეგ კი თავად პაციენტები არიან რიგებით უკმაყოფილო“, – აცხადებს ლეჟავა.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ–ერთი ყველაზე კარგი ცვლილებაა, რაც ბოლო დროს სამინისტროს განუხორციელებია. პირველ რიგში კი სასიკეთო პაციენტებისთვის.

თუ სამინისტრო სამომავლო გეგმებში პირველადი რგოლის ექიმებისა და ექთნების მატერიალურ ინტერესს გაითვალისწინებს და უზრუნველყოფს მათ ღირსეული ანაზღაურებით, ძალიან კარგი იქნება. რადგან, რაც უნდა იყოს, ექიმის კმაყოფილება შესაბამისად აისახება პაციენტზეც“– აღნიშნა ნინო ლეჟავამ.

ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას, საყოველთაო ჯანდახვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განახორციელებს და ამ რეფორმაში მას კონსულტაციას საერთაშორისო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.

itv.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …