მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » გაფანტული სკლეროზი და არსებული გამოწვევები – „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

გაფანტული სკლეროზი და არსებული გამოწვევები – „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

5 მაისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“  ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით,  გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „გაფანტული სკლეროზი და დღეს არსებული გამოწვევები“ .

ღონისძიებას გახსნის ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე   თავისუფალი თემით „პაციენტი, ექიმი, თავისუფლება“ და მოსულ სტუმრებთან ერთად  ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას ფილოსოფიური კუთხით განიხილავს, რაც მკურნალობის ეფექტურობის მიმართულებით დიდ როლს ასრულებს. „თავისუფლების უმაღლესი წერტილი არის ის, როდესაც მე უარს ვამბობ თავისუფლებაზე“. ეს იქნება ერთგვარი მსოფლმხედველობა, რომელიც საზოგადოებისთვის ერთდროულად უცხოცაა და ნაცნობიც.

კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი დაიწყება 20:00 სათზე. სპეციალურად მოწვეული პროფესორი სტივენ ჰაუზერი დისტანციურ რეჟიმში ისაუბრებს თემაზე“ გაფანტული სკლეროზი – სად ვართ დღეს“. მნიშვნელოვანია, რომ ექიმი ჰაუზერის ავტორობით ჩატარებულმა კვლევებმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო საფუძველი შექმნა და გააღრმავა ცოდნა გაფანტული სკლეროზის გენეტიკური საფუძვლების, იმუნური მექანიზმებისა და მკურნალობის მიმართულებით. მისი ნაშრომების საფუძველზე შექიმნა გაფანტული სკლეროზის B უჯრედული თერაპია, რამაც განაპირობა ახალი ეფექტური თერაპიული მიდგომების შემუშავება დაავადების მკურნალობის მიმართულებით.

კონფერენციაზე მოწვეულები არიან ექიმი ნევროლოგები.

დასასრულს გაიმართება დისკუსია ქართველ და უცხოელ ექსპერტ-ნევროლოგებს შორის.

სტივენ ჰაუზერი – რობერტ ა. ფიშმანის სახელობის საპატიო პროფესორი, სან-ფრანცისკოს
კალიფორნიის უნივერსიტეტის ნევროლოგიის
პროფესორი, და ამავე უნივერსიტეტის უეილის სახელობის ნეირომეცნიერებების ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც აერთიანებს კლინიკურ და საბაზისო ნეირომეცნიერებებს ნევროლოგიური დაავადებების საფუძვლიანი და სწრაფი შესწავლის მიზნით.

ექიმი ჰაუზერი არის მედიცინის ეროვნული აკადემიის, ამერიკისხელოვნებისა და მეცნიერების  აკადემიის და ამერიკის ექიმთა აკადემიის წევრი. სხვა მრავალრიცხოვან მიღწევებთან ერთად, პროფესროს ჰაუზერს მიღებული აქვს ჯეიკობ ჯავიცის ნეირომეცნიერების მკვლევართა ჯილდო, ჯონ დისტელის პრიზი და შარკოს სახელობის ჯილდო გაფანტული სკლეროზის კვლევაში მიღწეული წარმატებისთვის, და ტაუბმანის პრიზი 2017 წელს ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით მიღწევებისთვი

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …