მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების მაჩვენებელი 41%-ით შემცირდა

სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების მაჩვენებელი 41%-ით შემცირდა

2022 წელს საქართელოში სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 35 და დაშავების 330 შემთხვევა დაფიქსირდა. სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 35 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 69 ქალი და 261 კაცია.

სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 2022 წლის მონაცემები 41%-ით ნაკლებია 2018 წელს, როცა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი არ იყო ამოქმედებული. სტატისტიკური მონაცემები „ბიზნესპარტნიორს“ შრომის ინსპექციიდან მიაწოდეს.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკა ამ ეტაპზე სრულდება.

2023 წლის პირველ კვარტალში შრომის ინსპექციამ 292 სამშენებლო ობიექტი შეამოწმა. მათგან 112 ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები და სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება.

შემოწმებული ობიექტებიდან 180-ს მიეცა გაფრთხილება გონივრული ვადით დარღვევების გამოსასწორებლად.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …