მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ივანე ჩხაიძე: ქვეყანა მზად არის, აქონდროპლაზიის გართულების მართვა საკუთარ თავზე აიღოს

ივანე ჩხაიძე: ქვეყანა მზად არის, აქონდროპლაზიის გართულების მართვა საკუთარ თავზე აიღოს

„ქვეყანა მზად არის, აქონდროპლაზიის გართულების მართვა აიღოს საკუთარ თავზე, მაგალითად, რეაბილიტაცია, ოპერაციული ჩარევები და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაწყება ხვალიდანვე შეიძლება. სწორედ ეს არის ის, რაც ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს სჭირდებათ და მათი მომავალი ცხოვრებისათვის არის მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

რაც შეეხება „ვოსორიტიდის“ ეფექტს, მისი განცხადებით, ეს არ არის პრეპარატი, რომლის ეფექტურობაც 3 და 4 თვეში იკარგება. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დასახელებული დრო, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, არ არის ის ვადა, რომელიც ამ შემთხვევაში, შეიძლება, გადამწყვეტი იყოს.

„პრეპარატის არგამოყენებით, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისათვის, რისკი ნამდვილად არ დგება. ეს არის მედიკამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ზრდას. არც გართულებების, არც გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით, „ვოსორიტიდი“ არაფერს ცვლის. მას აქვს კონკრეტული მიზანი – ძვლების ზომის ზრდა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, არის თუ არა ტკივილის მომხსნელი, კატეგორიულად შემიძლია ვთქვა,
ვერ ნახავთ ვერც ერთ მითითებას, რომ მედიკამენტს, რაიმე ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის ტკივილზე“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …