მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დიაბეტის მქონე ბავშვები სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას გორშიც შეძლებენ

დიაბეტის მქონე ბავშვები სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას გორშიც შეძლებენ

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა – დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას უკვე გორშიც შეძლებენ. ნფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვაუჩერის ფარგლებში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება მოიცავს:
• საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ);
• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის ფუნდუს კამერით);
• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
• საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.
და სხვა.
 ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის რათა ბენეფციარმა შეძლოს მომსახურება მისთვის სასურველ რეგიონში მიიღოს.
დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:
თბილისი:
• “ენმედიცი” – წინანდლის ქ.N9
• შპს. “დიაკორი”- ლუბლიანას ქ.N5
• შპს ჯეო ჰოსპიტალს – თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი – წინანდლის N9-3
• შპს დიაბეტის ცენტრი მედჯი თბილისი, ქავთარაძის I შესახვევი N8 (1-ლი აპრილიდან)
ქუთაისი:
• დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი – ჯავახიშვილის N2
• ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი – ტ. ტაბიძის 23
ბათუმი:
• ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი -აბუსერიძის ქუჩა N32
• შპს ქ. ბათუმის №1 პოლიკლინიკა – აეროპორტის გზატკეცილი N64
გურჯაანი:
• შპს ჯეო ჰოსპიტალს – გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი – მარჯანიშვილის ქ. N35
მარნეული:
• შპს ჯეო ჰოსპიტალს – მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი – რუსთაველის ქ. N112
გორი
• შპს მედიქალ ცენტრი გორი – სუხიშვილის ქ. N63

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …