მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რა არის პირველადი ჯანდაცვა
კარგი იქნება კომუნიკაციის გაღრმავება მოსახლეობასა და ექიმებს შორის, რადგან მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რა არის პირველადი ჯანდაცვა.

მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რა არის პირველადი ჯანდაცვა

თბილისი (BPI) – არასამთავრობო ორგანიზაცია „სიცოცხლის გადასარჩენად“ პირველადი ჯანდაცვის რეფორმას ეხმაურება. ორგანიზაციის თავმჯდომარე ანდრო სარჯველაძე რეფორმის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობს.

„მივესალმები, რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის რეფორმას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის. მოგეხსენებათ, პირველად ჯანდაცვაში ხდება დაავადებათა პრევენცია. ადრეულ სტადიაზე გამოვლინდება დაავადებები, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში მათ აღმოფხვრას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ონკოლოგიური დაავადებების დროს.

ჩვენთან ის პრობლემა დგას, რომ პაციენტი ექიმთან მიდის, როცა დაავადება რთულ სტადიაზეა. პირველადი რგოლის გაძლიერება ამ პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ რეფორმის ფარგლებში მოხდება ექიმების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ეს ფაქტი, რასაკვირველია, კარგია და მისასალმებელია. გარდა ამისა, მოხდება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების, ამბულატორიებისა და კლინიკების სამედიცინო ინფრასტრუქტურით აღჭურვა“, – განაცხადა ანდრო სარჯველაძემ.

მისი აზრით, გარდა სამედიცინოსი, რეფორმას ექნება ეკონომიკური ეფექტის, რამდენადაც ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დაავადებების მართვა გაცილებით იაფი დაუჯდება როგორც სახელმწიფოს, ისე პაციენტს და ეს პროცესი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ხარჯებსაც დაზოგავს.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ინფორმირებულობას პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

„კარგი იქნება კომუნიკაციის გაღრმავება მოსახლეობასა და ექიმებს შორის, რადგან მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რა არის პირველადი ჯანდაცვა. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ მალევე მივლენ ექიმთან და დროულად იქნება მათი დაავადება აღმოჩენილი, მისი განკურნების შანსი უფრო მაღალია“, – აღნიშნავს ანდრო სარჯველაძე.

ანდრო სარჯველაძე მიიჩნევს, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროსა და მინისტრის მიმართ დამოკიდებულება დადებითია.

„ჩვენი აზრით, საზოგადოება მიესალმება იმ რეფორმებს, რასაც დღეს ჯანდაცვის სამინისტრო ანხორიციელებს და კარგად აფასებს“, – მიიჩნევს ანდრო სარჯველაძე.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …