მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დაავადებების პრევენცია და ნაადრევი დიაგნოსტიკა ერის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს
დაავადებების პრევენცია და ნაადრევი დიაგნოსტიკა ერის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.თბილისი (BPI) – პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, კობა სახეჩიძე გამოეხმაურა.

დაავადებების პრევენცია და ნაადრევი დიაგნოსტიკა ერის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს

დაავადებების პრევენცია და ნაადრევი დიაგნოსტიკა ერის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.თბილისი (BPI) – პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, რომლის კონკრეტული გეგმაც შემოდგომაზე იქნება მზად, ენდოკრინული ქირურგი, კობა სახეჩიძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მიზანი და მნიშვნელობა.

თუ ჯანდაცვის სამინისტრო იზრუნებს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებაზე და მოსახლეობაც უფრო აქტიურად მიმართავს პირველადი რგოლის ექიმებს დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით, ამაზე კარგი რა უნდა იყოს.

დაავადებების ნაადრევი დიაგნოსტიკა ერის გაჯანსაღებაზე იმოქმედებს. კარგა ხანია ვამბობ, რომ ვიდრე ჩვენი ხელისუფლება ძალიან დიდ თანხას არ ჩადებს განათლებაში, ჩვენი ერის საშველი არ იქნება.

ნებისმიერ სფეროში გაუნათლებლობა დამღუპველია, თუმცა სამედიცინო სფეროში – ეს უპატიებელია.  

შესაბამისად, რაც უფრო მეტი რესურსი გამოიყოფა ექიმების კვალიფიკაციის ასამაღლებლად – იქნება ეს ტრენინგები თუ სხვა სახის საგანმანათლებლო სემინარები, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ“, – მიაჩნია სახეჩიძეს.

მისი აზრით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთ–ერთი განსაკუთრებულად წარმატებული სამინისტროა ბოლო რამდენიმე წლის მიხედვით და ამაში გუნდთან ერთად მინისტრის უდიდეს როლს ხედავს. „ზოგჯერ მესმის კრიტიკა ოპონენტებისგან, თუმცა ეს ალბათ ლოგიკურიც არის, რადგან ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე მეტი და მეტი მოთხოვნილება ჩნდება ხოლმე“, – ამბობს სახეჩიძე.

სახეჩიძის თქმით, ერთ–ერთ მოუგვარებელ პრობლემად რჩება მედიკამენტებზე მაღალი ფასები, რაშიც შეიძლება ზოგმა ჯანდაცვის სამინისტრო დაადანაშაულოს.

თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო ტავს უფლებას არ აძლევს ბიზნესში ჩაერიოს, აქ სხვა გზები და გადაწყვეტილებეი იქნება ალბათ მოსაძებნი, – მიაჩნია მედიცინის მუშაკს.

bpi.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …