მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია და არაფრის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ფინანსების დაზოგვა
სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს, რომ ადამიანი და მისი ჯანმრთელობა წარმოადგენს, ამას, ვფიქრობ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებობა ამტკიცებს.

ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია და არაფრის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ფინანსების დაზოგვა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა:

,,სახელმწიფოს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს, რომ ადამიანი და მისი ჯანმრთელობა წარმოადგენს, ამას, ვფიქრობ, სულ მცირე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებობა ამტკიცებს. ასევე, მიმაჩნია რომ,  უდიდესი რისკი და გამბედაობაა სახელმწიფოს მხრიდან, რომ C ჰეპატიტის მკურნალობას თავის თავზე იღებს. რასაკვირველია ხარვეზები არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ სამინისტროს მიერ პირველადი რგოლის რეფორმის წამოწყება სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებისკენაა მიმართული“, – აცხადებს ქანთარია.

მისი თქმით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხიც უახლოეს მომავალში  გამოსწორდება.

„ამჟამად ჩვენ ისევ პროცესში ვიმყოფებით, პროცესი დაწყებულია და ბევრ ასპექტს მოიცავს. თუმცა ფაქტი, რომ პენსიონერი მოქალაქეების რიცხვი გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა, იმაზე მეტყველებს, რომ მათ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის წყალობით შეძლეს ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

მსმენია გარკვეულ წრეებში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გაუძლებს ამხელა დატვირთვას, თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესია და არაფრის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ფინანსების დაზოგვა მათი კეთილდღეობის სანაცვლოდ. ამასთან, საინტერესოა სპეციალისტების მოსაზრება, რომ პირველადი რგოლის რეფორმა და მისი ხარისხიანად ამუშავება სწორედ ხარჯეფექტურობის მიღწევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“,– აღნიშნა  ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისთვის, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა, საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პარალელურად განხორციელდება და ამ პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ დაეხმარება.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …