მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სამუშაო ვიზიტით აშშ-ის CDC-ის დელეგაცია ეწვია.
ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ჩამდინარე წყლების ზედამხედველობაზე, ინფექციის პრევენციასა და ანტიმკრობული რეზისტენტობაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნასა და რეაგირებაზე.
შეხვედრის შემდგომ, სტუმრებმა ლუგარის ცენტრი, გარემოს ჯანმრთელობის ლაბორატორია და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ოპერაციული ცენტრიც დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში CDC-ის ინფექციურ დაავადებათა ცენტრის დირექტორმა დანიელ იერნიგანმა, სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის, თემაზე „21-ე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეები და მათთან ბრძოლის მექანიზმები“ საჯარო ლექცია ჩაატარა, რომელიც დოქტორი სტენლი მიუზიკის ხსოვნას, საქართველოში მის მოღვაწეობას და დამსახურებას მიეძღვნა.
აშშ  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) არის აშშ ფედერალური სამთავრობო სააგენტო, რომელიც ექვემდებარება აშშ ჯანმრთელობისა და მოსახლეობის მომსახურების დეპარტამენტს.

საქართველოში, CDC თანამშრომლობს საქართველოს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მსოფლიო მასშტაბით არსებული ინფექციური დაავადებების საფრთხეებისგან დაცვას და უზრუნველყოს გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

კერძოდ:

  • ეპიდაფეთქებების ალბათობის აღკვეთა და შემცირება – ბუნებრივი, შემთხვევითი, ან განზრახ ჩადენილი;
  • საფრთხეების  ადრეული გამოვლენა, სიცოცხლის გადარჩენის მიზნით; და
  • სწრაფი და ეფექტური რეაგირება  მრავალ-სექტორული, საერთაშორისო კოორდინაციისა და კომუნიკაციის მეთოდების გამოყენებით.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …