მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პროცენტულად ყველაზე მეტი ქალი ჯანდაცვის, სოციალურ და განათლების სფეროებშია დასაქმებული

პროცენტულად ყველაზე მეტი ქალი ჯანდაცვის, სოციალურ და განათლების სფეროებშია დასაქმებული

ჯანდაცვის და სოციალური სფერო ქალი-დასაქმებულების წილით ლიდერია. საქსტატის 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ამ სექტორში დასაქმებულთაგან 74,5% ქალია. ამ სფეროში 73 416 ადამიანი მუშაობს. მეორე ადგილზე ქალების წილობრივი მაჩვენებლით განათლებაა (73,2%).

ყველაზე ნაკლები ქალი (9,3%) კი სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სფეროში მუშაობს.

რიგით მეორე დარგი ქალების სიმცირით მშენებლობაა (13,2%). ბოლო მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობასა და  დამამუშავებელ მრეწველობასთან ერთად, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგი ლიდერობს.

2022 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 911.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 313.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 487.0 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 244.4 ლარით).

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …