ბოლო მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობასა და დამამუშავებელ მრეწველობასთან ერთად, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგი ლიდერობს. ამ სფეროში 73 416 ადამიანია დასაქმებული. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში აღნიშნულ დარგებზე, შესაბამისად, მოდის 27.8, 12.6 და 9.9 პროცენტიანი წილები. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.5 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.7 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის, ასევე საკვების მიწოდების საქმიანობების (5.0 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
ამასთან, ჯანდაცვის და სოციალური სფერო ლიდერია ქალი-დასაქმებულების წილით, რომელიც 74,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება სექტორის ბრუნვას, ის 387.4 მილიონი ლარია.
jandacva.ge