მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » თბილისში მწვანე სივრცეების მოცულობა სტანდარტს 2-ჯერ ჩამორჩება, რაც ჯანმრთელობისთვის რისკებს ზრდის

თბილისში მწვანე სივრცეების მოცულობა სტანდარტს 2-ჯერ ჩამორჩება, რაც ჯანმრთელობისთვის რისკებს ზრდის

თბილისი მიეკუთვნება უკიდურესად რთულ და გეოეკოლოგიურად „არაჯანსაღ“ მდგომარეობაში მყოფი ქალაქების ჯგუფის კატეგორიას. ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტის ბაკურ ჯინორიას ნაშრომშია აღნიშნული. ნაშრომის სახელწოდებაა „თბილისის რელიეფის და ლანდშაფტების ტრანსფორმაციის შეფასება“.

ავტორის თქმით,  დედაქალაქის გენერალური გეგმის ბოლო მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ადგილი 5,6 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც 80-იანი წლების ამავე მაჩვენებელს – 13,0 კვადრატულ მეტრს, ისე საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ 10-15 მ2-ს.

ავტორს მოჰყავს ევროპის სხვადასხვა ქალაქის მაგალითი. მაგალითად, რიგაში  ერთ ადამიანზე მწვანე სივრცე 113 კვადრატულ მეტრს შეადგენს,  ტალინში – 90-ს,ლონდონში 32-ს, ქუთაისში 8-ს, ბათუმში 5-6-ს, ხოლო რუსთავში 5,4-ს.

“თითო სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობის გაცილებით უფრო ეფექტური ურბანული ინდიკატორი, რომელიც დღეს მსოფლიოში მოქმედებს, ასეთია: ერთ ადამიანს საკუთარი სახლიდან ათი წუთის სავალზე უნდა ჰქონდეს მწვანე საფარი იმისთვის, რომ დასაშვებ ნორმას აკმაყოფილებდეს. იმის ფონზე, რომ ქვეყანაში იზრდება ავტოტრანსპორტის რიცხვი, რაც ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მწვანე საფარის შენარჩუნება,”- წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ მწვანე საფარი 3 რამისგან იცავს ადამიანს: 1) ხმაურისგან, 2) შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს, 3) მწვანე ფერი ყველა ადამიანს ეხმარება სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …