მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » იმედა აზალაძე ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგეგმილი რეფორმის შესახებ
კარდიოლოგი იმედა აზალაძე ეხმაურება პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაგეგმილ რეფორმას და მას ცალსახად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

იმედა აზალაძე ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგეგმილი რეფორმის შესახებ

კარდიოლოგი იმედა აზალაძე ეხმაურება  პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაგეგმილ რეფორმას და მას ცალსახად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„იმდენად მნიშვნელოვანია პირველადი რგოლის რეფორმა, არც კი სჭირდება ცალკე აზრის გამოთქმა. ევროპის მაგალითი გვაქვს, სადაც პირველადი რგოლი წარმატებით მუშაობს და ნამდვილად ეფექტურია. ამიტომ, ნამდვილად მივესალმები რეფორმის ჩატარებას და კარგია, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგმება“, – მიაჩნია აზალაძეს.

„მარტივად რომ ავხსნათ, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ პირველადი რგოლი იყოს განვითარებული. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა სწორედ პირველად რგოლს ეხება. ხოლო ადრეულ სტადიაზე ამ კურნალობის შედეგი იქნება, რომ შემცირდება ინსულტების რაოდენობა, რომელიც დიდი დარტყმაა პაციენტისა და მისი ოჯახისათვის, როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად.

გარდა ამისა, მეტი ხარჯია სახელმწიფოსთვისაც რთულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მკურნალობა, მითუმეტეს თუ ის რეანიმაციაში აღმოჩნდება. ეს უკვე დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, პირველად რგოლში ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადებების მკურნალობა უფრო იაფი და იოლია, ვიდრე შემდგომში გართულებულის განკურნება“, – განაცხადა იმედა აზალაძემ.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა გულისხმობს პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების აღჭურვასა და რემონტს, ოჯახის ექიმების გადამზადებას და მათთვის ხელფასების მომატებას. სამინისტროსთან ერთად რეფორმაზე მუშაობს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსი“.

bfm.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …